ქობულეთის მუნიციპალიტეტის კიდევ ორ სოფელში - წყავროკასა და ცხრაფონაში ცხოველებში ცოფის შემთხვევების გამოვლენის გამო 60-დღიანი კარანტინი გამოცხადდა. ორივე მათგანი სოფელ ჯიხანჯურს ესაზღვრება, სადაც წინა კვირას ორთვიანი საკარანტინო შეზღუდვა დაწესდა შინაურ ცხოველებში ცოფის გამოვლენის გამო.
სოფლებში დაწესებული კარანტინი ადგილებიდან ხორცისა და რძის პროდუქტების გამოყენება რეალიზებას, აგრეთვე, შინაური ცხოველების გარეთ გაყვანას კრძალავს. საკარანტინო წესები შინაური ცხოველების სავალდებულო ვაქცინაციას გულისხმობს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, სამივე სოფელში მიმდინარეობს ცხოველთა ვაქცინაცია. მოწმდება, აგრეთვე, სოფლები ახლომდებარე პერიმეტრზე. ქობულეთის სოფელ ჯიხანჯურში შინაურ ცხოველებში ცოფის შემთხვევა 3 თებერვალს გამოვლინდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლის ძაღლი გარეულმა ცხოველმა დაკბინა, რაც შინაურ ცხოველებში ცოფის გადადების მიზეზი გახდა.