საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი მთელი წლის განმავლობაში პირველად გაიზარდა და ერთი ბარელის ფასი 60$-ს აღწევს. ნავთობის ფასის მკვეთრი მატება უკვშირდება ინვესტორების მოლოდინს, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ სწრაფად დაიწყება ეკონომიკის აღდგენა.
Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 8 თებერვალს 1,8%-ით გაიზარდა და ბარელზე $60,19-ს გაუტოლდა. ნავთობის ფასის ზრდა განაპირობა ასევე საწვავის მოხმარების გაზრდამ ჩინეთში, სადაც ნავთობპროდუქტების მოხმარება მნიშვნელოვნად მატულობს წინა წელთან შედარებით.