Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ზურაბ ჯაფარიძე: შვილების მომავალს ვჭამთ ამისთვის სხვა არაფრისთვის …

“შარშან, 2020-ში, სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმით ვალი უნდა აგვეღო 3 მლრდ ლარი
რეალურად ავიღეთ 8 მლრდ ლარი
ანუ დაგეგმილზე 5 მლრდ ლარით მეტი
5,000,000,000 – აი ამდენით მეტი
შარშან, 2020-ში, სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმით საგადასახადო შემოსავლები უნდა გვქონოდა 10 მლრდ ლარი
ამის ნახევარი ვალად ავიღეთ
ანუ, მთელმა ქვეყანამ რომ ვიმუშავეთ მთელი წელი, იქიდან მთავრობას რაც უნდა წაერთვა გადასახადების სახით, იმის ნახევარი ვისესხეთ
ნახევარი
5,000,000,000 – აი ამდენი
წელს დაგეგმილია დამატებით 5.3 მლრდ ლარის ვალის აღება
5,300,000,000 – აი ამდენის
მთავრობის ხარჯები არ მცირდება
ანუ, ჩვენ დღეს ვსესხულობთ ფულს, რომელიც ჩვენმა შვილებმა უნდა გაისტუმრონ საკუთარი ცხოვრების წლების შრომაში დახარჯვით, და ვაგრძელებთ ამ ფულის დარიგებას:
– ტელევიზიისთვის, რომელსაც არავინ უყურებს
– ბიზნესებისთვის, რომლებიც ამ ფულს ოცნების ყულაბაში ‘აატკატებენ’ და რომლებიც ეგრევე გაქრებიან როგორც კი საბიუჯეტო დაფინანსებას შეუწყვეტ
– სახელმწიფო საწარმოებისთვის, რომლებიც ოცნების წევრების ახლობელბის დასაქმების სააგენტოებადაა ქცეული და ყოველ წელს ჯამურად ასობით მილიონიან ზარალზე გადიან
– სსიპ-ებისა და ააიპ-ებისთვის, რომლებიც ჩვეულებრივი ბიზნესებია, მაგრამ რადგან ვერ გადარჩებიან კონკურენციაში და რადგან ახლობლები ჰყავთ მთავრობაში, ‘ხომ არ დავხურავთ?’
– ხალხისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს რომ ფიზიკური ვარჯიში და გარკვეული სპორტის სახეობით დაკავება მათი ცხოვრების მოწოდებაა, და რომლებიც სიამოვებით გაგვწიხლავენ ყველას, ვინც ოცნების ხელისუფლებას საფრთხეს შეუქმნის
– ხალხისთვის, რომლების საკუთარ თავს ‘კულტურის მოღვაწეებს’ უწოდებენ და რომლებიც ჩვეულებრივ ოცნების ჯიბის ‘ინტელიგენციად’ იქცა წლებია
– საპატრიარქოსთვის, რომელიც ურთულეს კონკურენციაშია ოცნებასთან ხალხის ჯერ დაბოლების და შემდეგ მისგან ფულის ამოქაჩვის ბიზნესში
– საჯარო მოხელეებისთვის, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი კარგ შემთხვევაში არაფერს აკეთებს, ხოლო ცუდ შემთხვევაში ადამიანებს უმუშევრად და შემოსავლის გარეშე ტოვებს
– და ა.შ. და აშ.
და ეს ყველაფერი იმ პირობებში, როდესაც ივანიშვილი და მისი მთავრობა გვამყოფებს მონების მდგომარეობაში და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით არ გვაძლევს შრომის და საკუთარი ცხოვრების წარმართვის საშუალებას
და ეს ყველაფერი იმისთვის რომ ივანიშვილმა და მისმა გუნდმა შეინარჩუნონ ძალაუფლება
შვილების მომავალს ვჭამთ ამისთვის
სხვა არაფრისთვის
ამაზე არ ვბრაზდებით, რადგან არ გვესმის
ან საკმარისად არ ვბრაზდებით, რადგან სულ ასე არ იყო? როდის იყო სხვანაირად?
თუმცა გვიკვირს რომ ხვლიკმა ნესვი შეჭამა … სადღაც მანდ გვგონია ხსნა” – წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus