კობახიძე: მნიშვნელოვანია, რომ "პატრიოტთა ალიანსის" რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტია შემოვიდა პარლამენტში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ "პატრიოტთა ალიანსის" რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში. მე-10 მოწვევის პარლამენტი იქნება ისეთი, რომელშიც არ იქნება არცერთი ღიად პრორუსული პარტია", - განაცხადა კობახიძემ.
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ არჩევნების გაყალბების მოტივით უარი ეთქვათ პარლამენტის დეპუტატობაზე, თუმცა მათ არ ჩახსნეს საარჩევნო სია ცესკოში. სწორედ ამის გამო დღეს "პატრიოტთა ალიანსის" სამი ლიდერის, ირმა ინაშვილის, გოჩა თევდორაძისა და გიორგი ლომიას ადგილმონაცვლეებად პარლამენტში მუშაობა დაიწყეს დავით ზილფიმიანმა, გელა მიქაძემ და ფრიდონ ინჯიამ.