Мы в Telegram
Добавить новость

В Приморье пенсионерка отдала полмиллиона телефонным мошенникам

Топ-клуб РПЛ из Москвы заинтересован в трансфере Зайнутдинова

В Подмосковье пьяный вор уснул на месте преступления

CNSA: Посадочный модуль китайского зонда успешно сел на обратной стороне Луны

World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კიდევ ვინ შეიძლება იქცეს რუსეთში „უცხოეთის აგენტად“?

კიდევ ვინ შეიძლება იქცეს რუსეთში „უცხოეთის აგენტად“?

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, სახელმწიფო დუმამ, მესამე მოსმენით დაამტკიცა რამდენიმე სადავო კანონპროექტი, რომლებიც, ადამიანის უფლებების დამცველების და ოპოზიციის აზრით, ძირგამომთხრელია დემოკრატიული პროცესისთვის.

23 დეკემბერს დამტკიცებული კანონმდებლობა მოიცავს შესწორებების სერიას "უცხოეთის აგენტების" კანონში, რომელიც უკვე დიდი ხანია კამათის საგნადაა ქცეული. ამ კანონით, ორგანიზაციებმა, რომლებსაც ამ კლასიფიკაციებს მიანიჭებენ, თავიანთი საქმიანობის შესახებ უნდა განაცხადონ და ფინანსური აუდიტი უნდა ჩაუტარდეთ.

ახალი კანონმდებლობით ფართოვდება იმ პირებისა და ჯგუფების სპექტრი და მასშტაბი, რომლებიც "უცხოეთის აგენტების" კატეგორიაში შეიძლება მოხვდნენ, შემოაქვს ახალი შეზღუდვები, ახალი სარეგისტრაციო და საინფორმაციო მოთხოვნები და მედიას ავალდებულებს, ახსენოს "უცხოეთის აგენტი", როცა ამ პირებს თუ ჯგუფებს აშუქებს.

სახელმწიფო დუმა აღნიშნავს, რომ კანონში ცვლილებების შეტანა გათვალისწინებულია როგორც დამატებითი ზომები ეროვნული უსაფრთხოებისთვის მუქარების თავიდან ასაცილებლად. მისი ინიციატორია რუსეთის საშინაო საქმეებში უცხოეთის სახელმწიფოების ჩარების ფაქტების გამოძიების კომისია, რომელსაც მმართველი პარტიის დეპუტატი ვასილი პისკარიოვი უდგას სათავეში.

2012 წელს რუსეთში ძალაში შევიდა შესწორებები არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ კანონში და რუსეთის კანონმდებლობაში მაშინ გამოჩნდა პირველად „უცხოეთის აგენტის“ ცნება. ამ შესწორებების თანახმად, არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას და პოლიტიკით არიან დაკავებული, უნდა დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოეთის აგენტები“.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროში აღრიცხული ასეთი ორგანიზაციების რაოდენობა 70-ს აჭარბებს.

2017 წელს გაკეთებული შესწორებების მიხედვით, „უცხოეთის აგენტის“ იარლიყი შეიძლება მიეკეროს მედიაორგანიზაციებსაც (მათ შორისაა რადიო თავისუფლების რამდენიმე სამსახური), ხოლო 2018 წლიდან მათ რიცხვს მიემატა ის არაკომერციული ორგანიზაციებიც, რომლებიც დაფინანსებას იღებენ არა უშუალოდ უცხოეთიდან, არამედ რუსეთის იურიდიული პირებისგან, როლებსაც დაფინანსების უცხოური წყაროები აქვთ. 2020 წლის თებერვალში კი „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადებული მედიაორგანიზაციები უკვე ვალდებული გახდნენ რუსეთში იურიდიულ პირებად დარეგისტრირდნენ. ამ ცვლილებისას კანონს დაემატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე - ის უკვე გავრცელდა არა მხოლოდ იურიდიულ, არამედ ფიზიკურ პირებზეც, რომლებიც „უცხოეთისთვის მუშაობენ“ და პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან (მაგალითად, ჟურნალისტები).

2020 წლის 23 დეკემბერს მიღებული კანონპროექტი ამ კრიტერიუმების სიას აფართოებს.

 

კანონპროექტით გათვალისწინებული ზოგიერთი ცვლილება:

მთავარი სიახლე ისაა, რომ პირებს, რომლებსაც "უცხოეთის აგენტების" კლასიფიკაციას მიუსადაგებენ, უფლება არ ექნებათ იმუშაონ საჯარო სამსახურში ან მუნიციპალურ მთავრობაში.

დოკუმენტის თანახმად, „უცხოეთის აგენტებად“ ჩაითვლებიან ფიზიკური პირები, რომლებიც რუსეთში პოლიტიკური საქმიანობით არიან დაკავებული და თავიანთი მოღვაწეობისთვის უცხოეთიდან ფინანსდებიან.

„აგენტებად“ მიიჩნევიან ასევე ის ფიზიკური პირები, რომლებიც აგროვებენ ინფორმაციას სამხედრო-ტექნიკურ სფეროში და ამავე დროს უცხოეთიდან იღებენ ფინანსურ თუ სხვა სახის დახმარებას.

„უცხოეთის აგენტების“ სიაში შევლენ ასევე არარეგისტრირებული საზოგადოებრივი გაერთიანებები, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან და უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას.

ეს იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებული იქნებიან, რეგისტრაცია გაიარონ და მოითხოვონ „უცხოეთის აგენტების“ სიაში შეყვანა. ასევე მათ იუსტიციის სამინისტროს უნდა წარუდგინონ ანგარიში იმ ფულადი სახსრების ხარჯვისა და ქონების გამოყენების შესახებ, რაც უცხოური წყაროდან აქვთ მიღებული.

კანონპროექტი „უცხოეთის აგენტებს“ უკრძალავს სახელმწიფო საიდუმლოზე წვდომას.

კანონპროექტი ითვალისწინებს „უცხოეთის აგენტების“ მიერ ორგანიზებული საჯარო ღონისძიებების შეზღუდვას. იმ ღონისძიების ორგანიზატორი, რომელსაც 500-ზე მეტი მონაწილე ესწრება, ვალდებულია წარმოადგინოს ღონისძიების დაფინანსების წყარო.

 

საგულისხმოა, რომ კანონპროექტში ცვლილებების ინიციატორები მოითხოვენ, ისინი „გადაუდებლად“ გატარდეს დაჩქარებულ რეჟიმში. ანუ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც 2021 წლის სექტემბრისთვის არის დანიშნული.

გასულ თვეში საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Amnesty International-მა მწვავედ გააკრიტიკა კანონპროექტი და განაცხადა, რომ ის "ძალზე ზღუდავს და ზიანს აყენებს არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებსაც დაფინანსება რუსეთის გარედან აქვთ, არამედ ბევრ სხვა ჯგუფსაც".

სხვა კანონპროექტი, რომელიც ასევე 23 დეკემბერს დამტკიცდა, ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს პირებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც "უცხოეთის აგენტებს" უწოდებენ და რომლებიც ოფიციალურ უწყებებს არ შეატყობინებენ თავიანთ სტატუსს, და/ან მთავრობაში არ განაცხადებენ თავიანთი სამუშაოს შესახებ.

რუსეთის კანონმდებლობას „უცხოეთის აგენტებზე“ რეგულარულად აკრიტიკებენ ადამიანის უფლებების დამცველები, საერთაშორისო ორგანიზაციები და პროფესიონალური გაერთიანებები. რუსი ჩინოვნიკები და დეპუტატები კი აცხადებენ, რომ კანონი გამოძახილია აშშ-ის ანალოგიურ კანონმდებლობაზე.

აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს იქნა მიღებული, მოგვიანებით კი მან ცვლილებები განიცადა.

თავდაპირველად ეს კანონი ამერიკაში შემოიღეს მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად. მოგვიანებით კანონმა სახეცვლილება განიცადა და მისი მოქმედების არე დავიწროვდა. ახლა ის ძირითადად უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებს და ლობისტებს ეხება.

როგორც კრიტიკოსები ხშირად შენიშნავენ ხოლმე, „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონთან დაკავშირებით პრობლემასთან გვაქვს საქმე თავად სახელწოდებაშიც. მაშინ, როცა ინგლისურ და სხვა ენებში „უცხოეთის აგენტი“ („Foreign agent“) უბრალოდ „უცხოეთის წარმომადგენელს“ ნიშნავს, მრავალ სხვა ენაში, მათ შორის რუსულში (რუსულის გავლენით - ქართულშიც), „აგენტი“ უარყოფით ასოციაციებს ბადებს. 2013 წელს, როცა ევროპის საბჭომ რუსეთი გააკრიტიკა ამ კანონის მიღებისთვის, მისი დასახელების შესახებ აღნიშნა, რომ ის მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის უარყოფითი იარლიყების მიწებებას.

მართლაც, როგორც მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩივიან, „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის გამო ისინი პრობლემებს აწყდებიან ხოლმე, ხშირია შემთხვევები, როცა მათ „უცხოელ ჯაშუშებს“ უწოდებენ. სამოქალაქო აქტივისტების თქმით, „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის შემოღებით, სახელმწიფო ცდილობს საზოგადოებისგან მათ იზოლაციას და მარგინალიზაციას.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

КЧР. Ансамбль КЧГУ стал лауреатом фестиваля «Российская студенческая весна – 2023»

Американский боксер Глэнтон прогулялся по центру Москвы

В Приморье пенсионерка отдала полмиллиона телефонным мошенникам

Какие астрономические явления туляки смогут увидеть в июне

Музыкальные новости

ONYX отправляется в Большой тур по России

Лавров о заявлении Германии по поводу блокадников Ленинграда: "Насколько цинично это звучало"

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Новости России

50 дней без еды. Россиянин выжил после голодовки

Американский боксер Глэнтон прогулялся по центру Москвы

Какие астрономические явления туляки смогут увидеть в июне

Синоптики спрогнозировали еще один жаркий день с грозами в Москве 2 июня

Экология в России и мире

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

«585*ЗОЛОТОЙ» выступила партнером медиафестиваля творческой молодежи YOUPITER

Елена Шерипова: самые модные головные уборы на лето

Eleganzza весна-лето 2024

Спорт в России и мире

Не ходите, дети, в теннис: как Андре Агасси и Штеффи Граф подарили детям право выбора

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Синнер повторил достижение Джоковича и Надаля по победам на "Больших шлемах"

Главный русский теннисист заставил Париж аплодировать ему стоя. Что удалось Осьминогу Медведеву?

Moscow.media

Муруджинские озера

РОССИЮ ОЖИДАЕТ ПЛЮС 50 ГРАДУСОВ: КАКИМ ГОРОДАМ ЖДАТЬ АНОМАЛЬНУЮ ЖАРУ

Вечернее поле.

Торжественное возложение цветов к памятному знаку «Юным героям — партизанам и подпольщикам» в Феодосии











Топ новостей на этот час

Rss.plus






Прощайте, школа и полмиллиона: сколько стоит обучение в вузах для детей знаменитостей

50 дней без еды. Россиянин выжил после голодовки

Гонщики «КАМАЗ-мастер» показали свое мастерство на фестивале Drift Expo

Какие астрономические явления туляки смогут увидеть в июне