ეს ლიქიორი ყველას უყვარს, განსაკუთრებით კი ქალებს. თუმცა, ხშირად მისი ყიდვის სიამოვნება არ გვაქვს, რადგან ეს სასმელი-დელიკატესი საკმაოდ ძვირი ღირს. ამიტომაც გთავაზობთ მისი მომზადების საუკეთესო რეცეპტს. გვერწმუნეთ, ნამდვილი ბეილისისგან ვერ გაარჩევთ.
ინგრედიენტები
- არაყი – 180 მლ
- შესქელებული რძე – 400 გ
- შოკოლადის რძე – 2 შეკვრა (იყიდება მარკეტებში)
- ხსნადი ყავა – 2 ჩ/კ
- მომზადების წესი:
ბლენდერის ან მიქსერის მეშვეობით ათქვიფეთ ყველა ინგრედიენტი და სასმელი მზად არის! თუ გსურთ უფრო გაასქელოთ სასმელი, შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი სახამებელი. გემოთიც და შესახედაობითაც ნაყიდისგან ვერ გაარჩევთ!