94 წლის დედოფალმა, ელისაბედ II და მისი მეუღლემ, 99 წლის პრინცმა ფილიპემ, 20 ნოემბერს ქორწინების 73 წლის იუბილე აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით, ბუკინგემის სასახლემ ოფიციალურად წარმოადგინა წყვილის ახალი ფოტო, რომელიც უინძორის სასახლეშია გადაღებული.
ფოტოზე წყვილი განსაკუთრებულ საჩუქარს ათვალიერებს – თვითნაკეთებ ბარათს, რომელიც შვილთაშვილებმა – 7 წლის პრინცმა ჯორჯმა, 5 წლის პრინცესა შარლოტამ და 2 წლის პრინცმა ლუიმ შექმნეს. როგორც მილიონობით ადამიანი, სამეფო წყვილიც განცალკევებით ცხოვრობენ.
კორონავირუსის გამო ელისაბედ II და პრინცმა ფილიპემ ერთად იმაზე მეტი დრო გაატარეს, ვიდრე წინა წლებში. სამეფო წყვილი უინძორის სასახლეში თვითიზოლაციაში არიან.
დედოფალმა ელისაბედ II და პრინცმა ფილიპე 1947 წლის 20 ნოემბერს იქორწინეს. ცერემონია გაიმართა ვესტმინსტერის სააბატოში.
ცნობისათვის, დედოფალ ელისაბედ II- სა და პრინც ფილიპეს ქორწინება, ბრიტანელ მონარქებს შორის, ყველაზე ხანგრძლივი ქორწინებაა.