“-ვდგავარ სცენაზე მიკროფონით ხელში, მაცვია გრძელი ლამაზი კაბა, მიყურებს ჩემი მაყურებელი და მიკრავს ტაშს…
(ეს იყო ჩემი წარმოსახვა …)
(რეალობა)
– ალბათ 7 ან 8 წლის ასაკში ვიდექი დანგრეული სახლის ჩამოშლილ ბალკონზე, გალის რაიონ სოფელ ნაბაკევში.
ხელში მეკავა ბალკონის ნარჩენი რკინის დეკორაცია, რომელიც ჩემი მიკროფონი იყო.
ჩემი მსმენელი და შემფასებელი გახლდათ ჩემი მაგნოლიის ხე და მისი სევდიანად ჩამოყრილი ფოთლები.
მენატრება ჩემი მაგნოლია, ჩემი მსმენელი …
მადლობა ამ ემოციური მოგზაურობისთვის
ირაკლი სანაია,
Mariam Kubanski
მადლობა მხარდაჭერისთვის
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/National Library of Georgia
წერს სოციალურ ქსელში მომღერალი ნათია თოდუა.