Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

აშშ ოფიციალურად გავიდა ღია ცის ხელშეკრულებიდან, მოსკოვი აცხადებს, რომ "ყველა შესაძლებლობას განიხილავს"

22 ნოემბერს აშშ ოფიციალურად გავიდა ღია ცის ხელშეკრულებიდან - 18 წლის განმავლობაში მოქმედი შეთანხმებიდან იარაღის კონტროლსა და შემოწმებაზე, რომლის დარღვევაშიც ვაშინგტონი ხშირად ადანაშაულებდა მოსკოვს.


ხელშეკრულებიდან გამოსვლა წარმოადგენს ბოლო დარტყმას იარაღის საერთაშორისო კონტროლის სისტემაზე, რომელსაც ხშირად აკრიტიკებდა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი - ის ჩიოდა, რომ ვაშინგტონს ატყუებენ, ან უსამართლოდ ზღუდავენ თავის სამხედრო შესაძლებლობებში.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ "აშშ აღარ არის ღია ცის ხელშეკრულების მონაწილე". ეროვნული უშიშროების საბჭო კიდევ უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ "რუსეთი [ხელშეკრულებას] წლების განმავლობაში უხეშად არღვევდა". 


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ 21 მაისს გამოაცხადა აშშ-ის გადაწყვეტილება ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე, რითიც "ღია ცის" ხელშეკრულების სხვა 34 წევრს ექვსი თვით ადრე შეატყობინა ამის თაობაზე, შეთანხმების პირობების გათვალისწინებით.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აშშ-ის გადაწყვეტილება. "ვაშინგტონმა თავისი ნაბიჯი გადადგა. ამისგან სარგებელი არ მიადგა არც ევროპის უსაფრთხოებას, არც საკუთრივ აშშ-ის და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას. ახლა დასავლეთში ბევრს აინტერესებს ის, თუ როგორი იქნება რუსეთის რეაქცია. პასუხი მარტივია. ჩვენ ხშირად ვამბობდით, რომ ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ" - ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus