Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„დემოკრატიის ინდექსი“: პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს ოპოზიციონერ დეპუტატთა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ აცხადებს, რომ ხელისუფლების განცხადება, რომ საქართველოს პარლამენტი არ უყრის კენჭს ოპოზიციონერი პარლამენტარების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, არ შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნას.


მანდატზე უარნათქვამ დეპუტატებს ვერავინ აიძულებს განახორციელონ საპარლამენტო საქმიანობა. ეს იწვევს ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის არაეფექტურ ხარჯვასაც და არ ემსახურება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას.


„ამის გათვალისწინებით,  ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ პარლამენტი კენჭს არ უყრის ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტას, ჰგავს კონსტიტუციური ნორმებით მანიპულირების მცდელობას პარლამენტში მრავალპარტიულობის ილუზიის შესაქმნელად“, - მიიჩნევს ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“.


ორგანიზაციის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია პარლამენტის წევრის პირადი განცხადება. პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 და მე-12 პუნქტების თანახმად, პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი.


ამავე მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე კენჭისყრა დაუშვებელია.


შესაბამისად, თუ საპარლამენტო უმრავლესობა კენჭისყრაზე არ გაიტანს ოპოზიციონერ დეპუტატთა განცხადებას უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ, ეს შეაფერხებს მთლიანად პარლამენტის მუშაობას.


„მანდატზე უარის თქმა არის პარლამენტის წევრის უფლება და მის ხელთ არსებული პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებას მას პარლამენტი ვერ შეუზღუდავს. შედეგად, პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარის თქმით შეიქმნება პარლამენტში ოპოზიციური პარტიების არსებობის მხოლოდ ილუზია, როცა ოპოზიცია რეალურად არ იქნება ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში“, - წერს „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“. 


ორგანიზაციის განმარტებით, იმის მიუხედავად, მე-10 მოწვევის პარლემენტი შეუწყვეტს თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლებს უფლებამოსილებას, მათ მაინც შეეძლებათ ბოიკოტის გზით გამოეთიშონ საპარლამენტო პროცესებს. ასეთ შემთხვევაში, ფორმალურად პარლამენტში წარმოდგენილი იქნება ოპოზიცია, თუმცა ფაქტობრივად საკანონმდებლო ორგანო დარჩება ერთპარტიული.


„დემოკრატიის ინდექსი“ მიიჩნევს, რომ პარლამენტის იმ წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარის თქმა, რომლებიც საკუთარი განცხადებით მოითხოვენ  უფლებამოსილების შეწყვეტას, გამოიწვევს საბიუჯეტო თანხების არაეფექტურ ხარჯვას.


„თითოეული დეპუტატის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 5 000 ლარამდეა. 2020 წლის არჩევნების პირველი ტურის შედეგებით საპარლამენტო მანდატის გამოყენებაზე უარს 59 ახალარჩეული წევრი აცხადებს. სახელისუფლებო პარტიის მიერ დეპუტათა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარლამენტის წევრებისთვის ყოველწლიურად ხელფასის სახით გადახდილი 3.5 მილიონ ლარზე მეტი ოდენობით საბიუჯეტო დანახარჯს გამოიწვევს“.


ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ირაკლი კობახიძის განცხადება საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის მიერ ოპოზიციის წევრთა უფლებამოისილების შეწყვეტის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის თაობაზე, „შესაძლოა, ემსახურებოდეს მხოლოდ მმართველი პარტიის ვიწრო პარტიულ ინტერესებს“, რაც „არ არის მიმართული პროტესტის განმუხტვისა და პოლიტიკური კრიზისის დასტაბილურებისაკენ, ვერ აზღვევს ერთპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბების რისკს“.


„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას გამოიყენოს ყველა სამართლებრივი თუ პოლიტიკური ბერკეტი, რაც არსებული კრიზისის განმუხტვას შეუწყობს ხელს, რადგან მისი შეფასებით,  ერთპარტიულობა პარლამენტის დეინსტიტუციონალიზაციასა და დელეგიტიმაციას გამოიწვევს, რაც მმართველ ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას სათანადოდ უპასუხოს ოპოზიციის ბოიკოტს - აწარმოოს რეალური დიალოგი და მიაღწიოს კონსესუსს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან - რაც არის ბოიკოტის, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტის მიზანი დემოკრატიულ პროცესში. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus