Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ცესკოს პრესსპიკერი: წინა არჩევნების ბიულეტენები, უბანზე, სავარაუდოდ, მოხერხებულმა ამომრჩეველმა მიიტანა

22 ნოემბერს, საქართველოს ცენტრალურ საარჩენო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე, ცესკოს პრესსპიკერს, ნათია იოსელიანს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ როგორ აღმოჩნდა საარჩევნო ყუთში წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი ბიულეტენები.


ცესკოში ვარაუდობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები ადგილზე ამომრჩეველმა მიიტანა. ნათია იოსელიანის განცხადებით, ეს იყო ამომრჩევლის მხრიდან „არაკეთილსინდისიერი საქციელი“, რაც მიზნად ისახავდა საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას.


„ეს ბიულეტენები დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებია, ისინი, სავარაუდოდ, გამოყენებული აქვს ამომრჩეველს, რომელსაც, როგორც ჩანს, შენახული აქვს წინა საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები და სწორედ იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოეხდინა, გამოიყენა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს პროცესზე ვერ მოახდენდა ვერანაირ გავლენას, რადგან საუბნო საარჩევნო კომისია მას ჩათვლიდა დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებად და მას სხვა ბიულეტენებს არ მიათვლიდნენ“, - განაცხადა იოსელიანმა.


ხოლო კითხვაზე, თუ როგორ მოახერხა მოქალაქემ უბნიდან ბიულეტენების ჯერ გატანა, ხოლო შემდეგ უბანზე შეტანა, ნათია იოსელიანმა უპასუხა, რომ, როგორც ჩანს, ეს იყო „ძალიან მოხერხებული ამომრჩეველი“.


მისივე სიტყვებით, მსგავსი ქმედება ისჯება კანონით, ბიულეტენები არის სახელმწიფო საკუთრება და მისი უბნიდან გატანა ან განზრახ დაზიანება სისხლისსამართლებრივი დანაშაულია.


ეს დარღვევა 21 ნოემბერს, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელმა გამოავლინა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის N8 საარჩევნო უბანზე, სადაც საარჩევნო ყუთში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების 6 ბიულეტენი აღმოჩნდა.


საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენებზე შემოხაზული იყო შესაბამისი კანდიდატი და ჰქონდა ხელმოწერა და ბეჭედი და, როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლებმა გადაამოწმეს, აღნიშნული ხელმოწერა არ ეკუთვნის ამ უბნის არცერთ რეგისტრატორს. ასევე, ბეჭდის ნომერი არ წარმოადგენს აღნიშნული უბნის ბეჭდის ნომერს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus