Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ბაჩალიაშვილის საქმეზე დაკავებული დავით ფურცხვანიძე პატიმრობიდან გათავისუფლდა 7 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ

ამ დრომდე გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული და გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების გაყალბების ბრალდებით დაკავებული დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილის დაცვის მხარეს კომპიუტერული გრაფიკით დამონტაჟებული სატელიტური ჩანაწერები გადასცა, საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლდა. 


როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს გენერალურ პროკურატურაში, ფურცხვანიძემ სრულად აღიარა მის მიმართ წარდგენილი ბრალი და ითანამშრომლა გამოძიებასთან, მან 7 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. პროკურატურისავე ინფორმაციით, მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ერთ-ერთი მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა. 


"ვინაიდან დავით ფურცხვანიძემ სრულად აღიარა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ითანამშრომლა გამოძიებასთან. ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საჭიროებდა სტაციონალურ მკურნალობას, ბრალდების მხარე დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას მისთვის აღკვეთის რონისძიების სახით გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დავით ფურცხვანიძეს 7000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. მასვე ჩამოერთვა პასპორტი და აეკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე. დავით ფურცხვანიძის საქმე არსებითად განსახილველად გადაეცა სასამართლოს და არსებითი განხილვის სხდომა 2020 წლის 26 ნოემბერს ჩაინიშნა" - ესაა პასუხი, რომელიც რადიო თავისუფლებამ გენერალური პროკურატურისგან მიიღო. 


დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, 25 სექტემბერს, მტკიცებულების ფალსიფიკაციის და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს. ფურცხვანიძე გათავისუფლების შემდეგ მედიასთან კომენტარს არ აკეთებს - მან არც რადიო თავისუფლების ზარებს უპასუხა. დავით ფურცხვანიძის გათავისუფლება მოულოდნელი აღმოჩნდა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველებისთვის. 


23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევნის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით, საკუთარ მანქანაში, გარდაცვლილი იპოვეს.


გამოძიება თვითმკვლელობაზე მიანიშნებდა და აცხადებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის პირად ავტომობილში აღმოჩენილი იყო წნევისა და გულის მედიკამენტების კვალი, გაუჩინარებამდე კი ინტერნეტში საძილე მედიკამენტებს ეძებდა. ოჯახს კატეგორიულად არ სჯერა სუიციდის ვერსიის.


თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ადვოკატების ინფორმაციით, რამდენიმე ხნის წინ გაჩნდა მასალები, რომელსაც გრიფი ადევს - ამ მასალების გაცნობის საშუალება დაცვის მხარეს წინასწარი ინფორმაციით, მომდევნო კვირაში მიეცემა. 


ამავე თემაზე: “ტოტალურად გაყალბებული” სატელიტური ჩანაწერების შემდეგ ბაჩალიაშვილის საქმეში საეჭვო ვებგვერდები ჩნდება


გამოძიება მტკიცებულებების ფალსიფიკაციაზე თუ ზეწოლა ადვოკატზე


სატელიტის ფოტოები დავით ფურცხვანიძის შვილმა დაამუშავა ​ 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus