რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიულმა შტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 214 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან 68 ადამიანს ვირუსი დაუდასტურდა.
ბოლო ინფორმაციით, გუდაუთის კოვიდჰოსპიტალში 69 ადამიანი მკურნალობს. მათგან მძიმე მდგომარეობაშია 25 ადამიანი, 22 პაციენტის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულია 28 კოვიდდადასტურებული პაციენტი.
ხოლო სოხუმის მრავალპროფილურ ჰოსპიტალში მკურნალობს 32 ადამიანი, რომელთაგან 27-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხუთის მდგომარეობა კი მძიმეა.
სააგენტო "აფსნიპრესის" ცნობით, სულ ოკუპირებულ აფხაზეთში Covid 19-ით დაავადებულთა რიცხვი არის 5380, 3616 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 68 ადამიანი გარდაიცვალა.