Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გადათვლა ისე ვეღარ უშველის ამ საკითხს, როგორც მიცვალებულს რეანიმაცია – შალვა ნათელაშვილმა აშშ-ს ელჩის რეზიდენცია დატოვა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში მიმდინარე შეხვედრიდან გამოსულმა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციას პოზიცია არ შეუცვლია და ისინი პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

შალვა ნათელაშვილმა შეხვედრის დეტალებზე საუბარი არ ისურვა, თუმცა განაცხადა, რომ პირადად, მისი აზრით, არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს, რადგან გადათვლას არავითარი აზრი არ აქვს.

“შეხვედრა გრძელდება, მე ცოტა ადრე გამოვედი გარკვეული მიზეზების გამო. შეხვედრები გაგრძელდება. ასეთი ერთიანი ქართული ოპოზიცია როგორიც არის, თუნდაც ამ წუთებში, მე არ მინახავს და ვერც წარმოვიდგენ. ყველა დგას იმ პოზიციაზე, რაზეც ვიდექით.

მე მოგახსენებთ ჩემს პოზიციას არჩევნების გადათვლასთან დაკავშირებით, მაგრამ სხვის პოზიციას ვერ მოგახსენებთ. არჩევნები უნდა ჩატარდეს ხელახლა, შედეგები ბათილად უნდა იყოს ცნობილი, თუნდაც ცესკოს, თუნდაც უმაღლესი სასამართლოს მიერ, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ორ თვეში უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები ახალი ადმინისტრაციით, რომელიც შეიძლება იყოს ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული. გადათვლა ისე ვეღარ უშველის ამ საკითხს, როგორც მიცვალებულს რეანიმაცია, არავითარი აზრი არ აქვს. გთხოვთ, მოლაპარაკების მონაწილეთა რეაქციაზე ნურაფერს მკითხავთ, რადგანაც ეს მოლაპარაკების დარღვევა იქნება.

ელჩები ვერ დაგავალებენ ვერაფერს, ისინი ახდენენ შუამავლობას და ცდილობენ, რომ მოლაპარაკების მონაწილეთა პოზიციები დააახლოონ და მიიღონ შედეგი. ის, თუ კონკრეტულად რა მიზანს მივაღწევთ, ძალიან ძნელია ვთქვათ, რადგან ახლა დაიწყო მოლაპარაკება. ოპოზიცია პარლამენტში არ შედის, ვითხოვთ ახალ არჩევნებს.

ცივ ქვაზე რომ დავრჩეთ, მშივრები რომ ვიყოთ, ჩამოვივლით თითო-თითო ოჯახს და ყოველდღე თითო ოჯახი გვაჭმევს პურს, წავალთ ამაზეც, არ გვჭირდება არავითარი დაფინანსება, გვჭირდება ქვეყნისთვის ჯანსაღი საარჩევნო სისტემა, სადაც ვერავინ ვერ მოისყიდის, დააძალებს, გააყალბებს და ცხოვრებას და არსებობას ექნება აზრი ჩვენი ხალხისთვის.

რაც შეეხება ფულს, აღებ-მიცემობას და პროვოკაციებს, ამ ყველაფრის შტაბი იმყოფება ბიძინა ივანიშვილის სასახლეში, იქ შეგიძლიათ მიაკითხოთ.

რა თქმა უნდა, უმრავლესობას უნდა ეს პარლამენტი შეკრიბოს და გაყალბებული არჩევნების შედეგი დააკანონოს, ჩვენ ჩვენ პოზიციაზე ვართ,”-განაცხადა მან.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus