Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გიგა ბოკერია: გრიგოლ ვაშაძე ცრუობს როცა ამბობს რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა

„ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია „ფეისბუკზე" გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუს. ბოკერია აკრიტიკებს ვაშაძეს და მის განცხადებას სიცრუედ მიიჩნევს. 


„გრიგოლ ვაშაძე ცრუობს როცა ამბობს რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა. კონკრეტული მოლაპარაკებების რაუნდი ჯერ დაგეგმილიც არ იყო როცა მან ეს განცხადება გააკეთა, მით უმეტეს ამ მოლაპარაკებებზე გრიგოლ ვაშაძე არ წარმოადგენდა და არ წარმოადგენს ოპოზიციას. ეს შეშინებული ადამიანის პოზიციაა, რომელიც ცდილობს ხელი სხვისკენ გაიშვიროს. მოლაპარაკებები დაიწყო დღეს და მასში მონაწილეობას ყველა ის პარტია იღებს, ვინც ცესკოს გაყალბებული მონაცემებითაც კი საარჩევნო ბარიერი გადალახა.


ვაშაძის საუბარი მდარე ცნობიერების ნაკადის გარდა მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ეს ადამიანი კრიზისის პირობებში წნეხს ვერ უძლებს და ირყევა „ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“. ასეთ დროს პოლიტიკური ლიდერისგან პასუხისმგებლობის მოხსნა და სხვებისკენ თითის გაშვერა, ძალიან ცუდი საქციელია.


„ევროპული საქართველოს" პოზიცია უცვლელია და ეს პოზიცია ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან („გირჩი", „ლელო", „სტრატეგია აღმაშენებელი") ერთად საერთო განცხადებაში დავაფიქსირეთ.



ბუნებრივია დიალოგის მომხრეები ვართ იმ საკითხზე, რამაც საბოლოოდ კრიზისი შექმნა - უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები შეცვლილ ატმოსფეროში, რაც გულისხმობს ბევრი რამის შეცვლას, მათ შორის ცესკო-ს თავმჯდომარისა და სტრუქტურის, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ა.შ.
ჩვენ არ ვაპირებთ იმ პარლამენტში შესვლას, რომელიც ივანიშვილს გაყალბებული შედეგებით უნარჩუნებს ძალაუფლებას - კოსმეტიკური ცვლილებები ცალკეული უბნების გაუქმების სახით არაფერს არ შეცვლის.
ბოლო დღეებში მომხდარ ინციდენტებზე პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმს, მის სამართალდამცავ ორგანოებს ეკისრებათ, მაგრამ ჩვენი მყარი პოზიციაა რომ ამ ყველაფერზე გულწრფელად და საფუძვლიანად აღშფოთებული მოქალაქეებისგან არ უნდა მოხდეს ძალადობრივი რეაგირება. ნებისმიერი ჯგუფი რომელიც ასეთ ქმედებას მიმართავს, თავად გაემიჯნება ჩვენს მშვიდობიან პროტესტს.


გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ილაპარაკა ხელისუფლებასთან ჩაშლილი დიალოგის შესახებ. სწორედ, ამას უკავშირებს ვაშაძე საკუთარი განცხადების გამოქვეყნებას. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus