Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ბაქოში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს აფხაზეთიდან ყარაბაღში ჩასული მოხალისეების წინააღმდეგ

აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან მთიან ყარაბაღში მოხალისეთა წასვლასთან დაკავშირებით.


პრესრელიზში მითითებულია, რომ ადამიანების ჯგუფმა, „რომელიც საქართველოში აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს“, ბოროტმოქმედებები ჩაიდინა აზერბაიჯანის წინააღმდეგ.


„ჩატარებული გამოძიებით დაგინდა, რომ აფხაზეთში მცხოვრებმა სეირან კოჯამანიანმა, გალუსტ ტრაპიზონიანმა და სხვებმა 2020 წლის ოქტომბერში მოახდინეს 20-ზე მეტი პირისგან შემდგარი ჯგუფის მობილიზება, რომლებმაც გამოგონილი ‘მთიანი ყარაბაღის’ რეჟიმის ხელმძღვანელობასთან ჩაატარეს შეხვედრა, რომელზეც ისაუბრეს სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ. დანაშაულებრივი გაერთიანების ზემოთჩამოთვლილი წევრები, სახელმწიფო სტრუქტურების ხელშეწყობით სომხეთში ჩასვლის შემდეგ, დანაშაულებრივ კავშირში შევიდნენ პირებთან, რომლებიც აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ, და მათთან დანაშაულებრივ ჯგუფში გაერთიანების შემდეგ მათ აუცილებელი დოკუმენტების გარეშე, უკანონოდ გადაკვეთეს აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი, საკონტროლო-გამშვები პუნქტების გვერდის ავლით ანუ სომხეთიდან, და შეაღწიეს ქალაქ ხანკენდიში და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დადგინდა, რომ ისინი სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური რეჟიმის მიერ გამოიყენებოდნენ დაქირავებულების როლში სამოქალაქო მოსახლეობისა და ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე აზერბაიჯანის ძალების წინააღმდეგ“, ნათქვამია განცხადებაში.


ბაქოში აცხადებენ, რომ „დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები“ საბრძოლო მასალისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენებით სჩადიოდნენ დანაშაულებებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელიც არ მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში.


სისხლის სამართლის საქმე აღძრულია აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, რომლებიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12-დან 20 წლამდე.


გამოძიების ჩატარება გენერალური პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს დაევალა.


ყარაბაღში აფხაზეთიდან მოხალისეთა ჯგუფის გაგზავნის შესახებ ცნობილი გახდა 6 ნოემბერს. აფხაზეთის სომხური სათვისტომოს თავმჯდომარემ, გალუსტ ტრაპიზონიანმა „ეხო კავკაზას“ განუცხადა, რომ „მათ ერთი დღე მოასწრეს ამ მოვლენებში მონაწილეობა,“ რის შემდეგაც ხელმოწერილ იქნა სამმხრივი სამშვიდობო განცხადება ომის შეწყვეტის შესახებ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus