Добавить новость

Суд оштрафовал землевладельца на 10 тысяч рублей

В Москве открылась 42-я международная выставка одежды

Многоквартирные дома отремонтируют в деревне Жостово под Мытищами

Тверская область: вывозили столярные изделия, розы в горшках

World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ადვოკატი: დავით გარეჯის კომპლექსი ილიჩოვასა და მელაშვილის სისხლის სამართლის საქმეში არაფერ შუაშია

„ნატალია ილიჩოვამ და ივერი მელაშვილმა თავიანთ ბრალდებაზე ის იციან, რომ ეს ბრალდება არის აბსურდული, რაც იგივე პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება. რაც შეეხება დავით გარეჯს, ყველაზე „საინტერესო“ დეტალი ამ საქმეში ის არის, რომ დავით გარეჯი სისხლის სამართლის საქმეში არაფერ შუაში არ არის საერთოდ“, - განაცხადა ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა, „უფლებები საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი მახარაძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.


„ანუ დავით გარეჯზე სისხლის სამართლის საქმეში საუბარი არ არის, დავით გარეჯთან ახლოს მდებარე საზღვრის მონაკვეთზე არის საუბარი თითქოს ნატალია ილიჩოვამ და ივერი მელაშვილმა გასაგებად და პოპულარულ ენაზე რომ ვისაუბროთ, ისე გაავლეს საზღვრის ხაზი, რომ 35 კვადრატულ კილომეტრამდე საქართველომ დაკარგა აზერბაიჯანთან მიმართებაში.


ზოგადად დავით გარეჯის მონაკვეთი 96 წელს, როდესაც პირველად შეიკრიბა საზღვრის დელიმიტაციის კომისია ეგრეთ წოდებული,  მაშინვე გადაწყდა, რომ ეს ის მონაკვეთია, რომელზეც მხარეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ და ეს საკითხი გადაიდო გვერდით და მას შემდეგ ამ მონაკვეთის განხილვა არც ერთ ეტაპზე არ მომხდარა. იყო რაღაც მცდელობები, მაგრამ სერიოზულად იმ ფორმატში რა ფორმატშიც განიხილება საქართველოს და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხი, ამ ფორმატში არასდროს არ განხილულა დავით გარეჯი და დღესაც, დღეის მდგომარეობით ეს საზღვრის მონაკვეთი არის შეუთანხმებელი მონაკვეთი“, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბარში“ ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა გიორგი მახარაძემ. მისი თქმით, ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს აქვთ შედგენილი ქართული მხარის პოზიცია რუკის სახით და წარდგენილი აზერბაიჯანული მხარისთვის, რომელშიც არა თუ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, მთლიანად ბერთუბანიც კი რომელიც რამოდენიმე კილომეტრით არის დაშორებული ცენტრალური სამონასტრო კომპლექსისგან, საქართველოს ტერიტორიულ ნაწილში იყო მოქცეული.


„ბატონი ივერი მელაშვილის მიმოწერები არსებობს ხელმძღვანელობასთან, რომ ჩვენ აქ არ უნდა გამოვიყენოთ კარტოგრაფიული საფუძველი, არამედ უნდა გამოვიყენოთ ისტორიულ-კულტურული და ასე შემდეგ გარემოებები. ეს საქმეში დადასტურებულია“, - აღნიშნა ადვოკატმა "დილის საუბრებში".




„კარტოგრაფების საქმეზე“ ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.


8 ოქტომბერს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წაუყენა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსს, ივერი მელაშვილს და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორს, ნატალია ილიჩოვას.


მათ წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 308-ე მუხლი საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას ეხება, მისი პირველი ნაწილი კი - საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ, ან საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ათიდან თხუთმეტ წლამდე.


29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.


7 ოქტომბერს ამ საქმეზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. გამოძიების თანახმად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების, დაახლოებით 3500 ჰექტარი ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.


გენერალური პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ არა 1938 წლის, არამედ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.


დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Тверская область: вывозили столярные изделия, розы в горшках

Многоквартирные дома отремонтируют в деревне Жостово под Мытищами

Вадим Терещук: «Радио модно и навсегда, как сумка Birkin»

Дальневосточники задыхаются в очереди на свой авиарейс

Музыкальные новости

Дмитрий Миляев рассказал Михаилу Мишустину о развитии тульских городов

В России выберут культурную столицу 2026 года

Гений и столица. Кто живет в московской квартире, где мучился Чехов

Якутские киберспортсмены стали победителями Кубка России-2024 по "Counter-Strike 2"

Новости России

Многоквартирные дома отремонтируют в деревне Жостово под Мытищами

Маша Кошина, Виктор Хориняк, Зоя Бербер и группа «Звери» на съемках фильма «Всё, что тебя касается»

Дальневосточники задыхаются в очереди на свой авиарейс

Экс-арбитр Федотов назвал скандалом судейство в матче "Локомотива" и "Ростова"

Экология в России и мире

12 фактов о скелете

Новые звезды артистов, дизайнеров и предпринимателей зажглись на IV Фестивале “Красивый бизнес России – Мода. Музыка. Кино”

Дети-пациенты посетили спортивный развлекательный комплекс

10 секретов, которые психологи скрывают: узнайте, что они не хотят, чтобы вы знали!

Спорт в России и мире

Россиянин Рублев уверенно победил бразильца Уайлда на старте US Open

Карен Хачанов поднялся на одну строчку в рейтинге ATP

Рублев пробился во второй раунд US Open

Екатерина Александрова уступила Лулу Сун в полуфинале турнира WTA-500 в Монтеррее

Moscow.media

С начала 2024 года более 2,5 тысячи многодетных мам в Московском регионе досрочно вышли на пенсию

ALMI Partner выпустила новую версию почтового клиента AlterOffice

Студия Звукозаписи в Москве. Создание Песен, Музыки, Аранжировок.

Музыкальный Продюсер. Известный музыкальный Продюсер.











Топ новостей на этот час

Rss.plus






Вадим Терещук: «Радио модно и навсегда, как сумка Birkin»

Экс-арбитр Федотов назвал скандалом судейство в матче "Локомотива" и "Ростова"

Тверская область: вывозили столярные изделия, розы в горшках

Многоквартирные дома отремонтируют в деревне Жостово под Мытищами