ავსტრალიას ეყოლება საგანგებო პროკურორი, რომლის მოვალეობა იქნება გამოიძიოს ავსტრალიის სპეცდანიშნულების რაზმის სამხედროების მიერ ავღანეთში ჩადენილი სავარაუდო, საომარი დანაშაული.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა, 12 ნოემბერს გააფრთხილა ავსტრალიელები, რომ მოსალოდნელია „სერიოზულ და შეიძლება, დანაშაულებრივ“ ქმედებებში ბრალდებები ანგარიშში, რომელიც ეხება ავსტრალიის ელიტური ჯარების ქმედებებს ავღანეთში.
2016 წელს დაიწყო ავსტრალიის შეიარაღებული ძალების გენერალურმა ინსპექტორმა გამოძიება, რომლის დროსაც შეისწავლეს შეიარაღებული კონფლიქტების დროს დარღვევები, მათ შორის უკანონო მკვლელობები და სხვა. გამოძიება ეხებოდა 20052დან 2016 წლამდე პერიოდს.
გამოძიება მიდიოდა ავსტრალიის მედიის, ასევე ინფორმატორების ნაამბობის ფონზე, ავღანელი მშვიდობიანი მოქალაქეების მოკვლის შესახებ, იმ შემთხვევების ჩათვლით, რომ პატიმარი მოკლეს შვეულმფრენში ადგილის ეკონომიის მიზნით, ასევე ექვსი წლის ბავშვის მოკვლის გარშემო ერთი რეიდის დროს.
ადრე გენინსპექტორმა გამოავლინა 55 ინციდენტი, რომელთა უმეტესობა უკავშირდება მშვიდობიანი მოქალაქეების ან იმ პირების მოკვლას, რომლებიც აღარ იყვნენ საბრძოლო მოქმედებებში ჩართული. მორისონის თქმით, რედაქტირებული ვერსია ანგარიშისა რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. მორისონმა განმარტა, რომ განიხილავენ და გამოიძიებენ ცალკეულ შემთხვევებს და საფუძვლის ქონის შემთხვევაში, აღიძრება სასამართლო საქმეები. ამ როლის შესრულებისთვის მთავრობას ესაჭიროება სპეციალური გამომძიებლის თანმდებობა, თქვა მორისონმა. პრემიერის თქმით, თუ ჯარისკაცებს წარედგინათ ბრალდება, მათ საქმეებს განიხილავს ავსტრალიის მართლმსაულების სისტემა.