რუსეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, ღრმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის ხელისუფლების მიერ შემოღებული რეგულაციებით, რომელიც უკიდურესად ართულებს დასავლური მედია საშუალებების მუშაობა რუსეთის ტერიტორიაზე.
რუსეთის სახელმწიფო მარეგულირებელი უწყება აპირებს დაუწესოს ახალი შეზღუდვები რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას და რადიოსადგურ „ამერიკის ხმას“, რომლებიც რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ შეიყვანა „უცხოური აგენტების“ სიაში.
ჩაფიქრებული რეგულაციის თანახმად, ყველა მასალა, რომელიც უცხოური აგენტების სიაში მოხვედრილი მედიასაშულების გვერდზე გამოქვეყნდება, შესაბამისად უნდა იყოს მარკირებული.
„ეს ყოველივე რედაქციებს აყენებს რთულად შესასრულებელი მოთხოვნების წინაშე, რომელიც კიდევ უფრო შეზღუდავს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მათ ისედაც ლიმიტირებულ საქმიანობას“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.
„როსკომნადზორის“ ბრძანების პროექტი რუსეთის ფედერალური უწყების საიტზე გამოქვეყნდა 2020 წლის ივლისში და იგი ეხება მარკირების ფორმას იმის შესახებ, რომ ჟურნალისტური მასალა შექმნილია და ვრცელდება „უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალებით - უცხოური აგენტის“ მიერ.
ინსტრუქციის მიღების შემთხვევაში, ეს, დახლოებით სათაურის შრიფტის ზომის აღნიშვნა უნდა ახლდეს ნებისმიერ, როგორც ტექსტურ, ისე ვიდეო და აუდიომასალას.
ამ წესის დარღვევის შემთხვევაში ინდივიდუალური პირი დაისჯება 100 00 რუბლის ოდენობის (1,400) ჯარიმით ან 15 დღიანი პატიმრობით. ხოლო ორგანიზაციას დაეკისრება 5 მილიონი რუბლის ( $70,000) ჯარიმა.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, დეიზი სინდელარი, მიიჩნევს, რომ „როსკომნადზორის“ ინიციატივა არის არა მხოლოდ მასობრივი ინფორმაციის მუშაობის კიდევ უფრო მეტი შეზღუდვის, არამედ შიში დათესვის მცდელობაც რუს მკითხველებში.