Добавить новость

Собянин поздравил народного артиста Михайлова с днем рождения

Рождаемость вырастет в России к 2035 году

Омбудсмен Чечни потребовал проверить деятельность «Русской общины»

Ефимов: свыше 2 тыс жителей переселяются по реновации на востоке столицы



World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„გადავწყვიტე, რომ ჩემი ძირითადი სპეციალობა გახდეს პოლიტიკა“ - ინტერვიუ ექიმ ვახტანგ კალოიანთან

ანაზღაურებადი საექიმო პრაქტიკის შეწყვეტა კანონით მოუწევს, თუმცა ამბობს, რომ არც მედიცინას და არც მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს მიატოვებს - ცნობილი ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ვახტანგ კალოიანი პოლიტიკაში მიდის. ის „ევროპული საქართველოს“ სახელით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობისთვის იბრძოლებს. რატომ პოლიტიკა? როგორია მისი გეგმები?


რადიო თავისუფლება გთავაზობთ ინტერვიუს „ნიუ ჰოსპიტალის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელთან ვახტანგ კალოიანთან.


რადიო თავისუფლება: რატომ მიდის ცნობილი ექიმი - ვახტანგ კალოიანი პოლიტიკაში? როდის გადაწყვიტეთ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვა?


ვახტანგ კალოიანი: ამაზე ფიქრი სადღაც 2 წლის წინ დავიწყე. ბოლო ერთი წელია, უკვე აქტიურად ვმუშაობდი ამ მიმართულებით - თეორიულადაც ვემზადებოდი და უფრო და უფრო მყარდებოდა ჩემი ეს გადაწყვეტილება.


გადავწყვიტე, რომ ჩემი ძირითადი სპეციალობა გახდეს პოლიტიკა. არ ვაპირებ, რომ ვიყო პოპულარული ექიმი-დანამატი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისთვის. ვაპირებ, რომ აქტიურად ვიყო პოლიტიკაში. ყველაზე მეტი საერთო ვიპოვე „ევროპულ საქართველოსთან“, როგორც იდეოლოგიური, ასევე პერსონალური და ამიტომ ვარ მათთან.




პოლიტიკაში ჩართვაზე სერიოზული ფიქრი დავიწყე მას შემდეგ, რაც ვნახე, რომ ჯანდაცვის სისტემის კრიზისზე ჩემი პოზიციიდან გავლენის მოხდენის შესაძლებლობა არ მქონდა.


ვთვლი, რომ ჯანდაცვის სისტემა ძალიან მძიმე დღეშია ამ ეტაპზე და მას სერიოზული სისტემური ცვლილებები სჭირდება. დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ პრობლემების გადაჭრა პოლიტიკაში ჩართვის გზით შეიძლებოდა და ჩემი გადაწყვეტილების მოტივატორიც ეს იყო.


რადიო თავისუფლება: ფართო საზოგადოებამ გაგიცნოთ ახლახან - კორონავირუსის პანდემიის ყველაზე რთულ,კარანტინის ფაზაში; და გაგიცნოთ ძირითადად ხელისუფლების ქმედებების მიმართ მწვავედ კრიტიკული მიდგომებით... განიხილავდით თუ არა ამ აქტიურობას პოლიტიკაში გზის გაკვალვის გეგმის ნაწილად?


ვახტანგ კალოიანი: არ ვიტყოდი, რომ ჩემი პოზიცია მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა. ეს იყო აბსოლუტურად პროფესიული განსჯა იმ პრობლემებისა, რაზეც ჩემს პოზიციას გამოვხატავდი.


ჩემი კრიტიკა ყოველთვის ეხებოდა აშკარა პრობლემებს და ერთ-ერთი, მაგალითად, ბატონმა (თენგიზ) ცერცვაძემაც დაადასტურა. მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროს ვაკრიტიკებდი იმის გამო, რომ შიდსისა და ინფექციურ სნეულებათა ცენტრის მდგომარეობისა და იქ მომუშავე ჩემი კოლეგების ხელფასების გათვალისწინებით, ეს ცენტრი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ინფექციის მართვის სათავო დაწესებულება.


მე ვაკრიტიკებდი, მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრს, რომელმაც გვითხრა, რომ იტალიასთან ფრენები არ შეჩერდებოდა, ხოლო 15 წუთში გამოსულმა პრემიერის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით იტალიასთან ფრენები შეჩერდა.




მე ვაკრიტიკებდი ასევე, მაგალითად, ე.წ. „100 000 ტესტის სკანდალს“, როდესაც რეალურად, ჯანდაცვის სამინისტროს დაულაგებელი და არაკოორდინირებული მუშაობის გამო მთლიანი სისტემა თითქმის ტესტების გარეშე დარჩა. რეალურად, მთელი აპრილის განმავლობაში, არ ვიცი, რა ენერგიის დაძაბვის, რა შრომისა და ცოდნის ხარჯზე მოხერხდა, რომ კატასტროფა არ დაგვემართა.


ეს იყო აბსოლუტურად პროფესიული მსჯელობა და მე ამას პოლიტიკაში ჩართვის გეგმის ნაწილად არ განვიხილავდი.


რადიო თავისუფლება: მედიის ყურადღების ცენტრში მოექეცით...


ვახტანგ კალოიანი: ეტყობა, მედიისთვისაც საინტერესო იყო, რაზეც ვმსჯელობდი. არ დაგიმალავთ, თავად მე არსად გამომიჩენია ინიციატივა, რომ, ვთქვათ, რომელიმე მედიასაშუალებასთან მივსულიყავი და მეთხოვა - მოესმინათ ჩემთვის.


რადიო თავისუფლება: „ევროპულ საქართველოსთან“ როგორ მოხვდით? მათი ინიციატივა იყო თუ თქვენი? სხვა პარტიებისგანაც ხომ არ გქონდათ შემოთავაზება?


ვახტანგ კალოიანი: არა, სხვა პარტიების შემოთავაზება არ ყოფილა და არც განვიხილავდი ამას. ეს მემარჯვენე-ცენტრისტული ჯგუფი („ევროპული საქართველო“), რომელიც გამოირჩევა ცალსახა განსაზღვრული იდეოლოგიითა და სისტემური მიდგომებით, ჩემი სიმპათიის ობიექტი იყო ყოველთვის.






მე თავად მივედი მათთან, ჩემი ინიციატივა იყო. ცოტა დავაბნიე კიდეც... ამ ჯგუფიდან რამდენიმეს ვიცნობდი. მივედი და ვუთხარი - ვაპირებ პოლიტიკაში მოსვლას და მინდა თქვენთან... ძალიან გაუხარდათ, მაგრამ ასევე ძალიან გაუკვირდათ, როცა ვუთხარი, რომ კენჭისყრა მინდოდა მაინც და მაინც აჭარის უმაღლეს საბჭოში, ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატად.


მათი შემოთავაზება იყო პარტიულ სიაში ჩასმა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატობა, მაგრამ მე აჭარის უმაღლეს საბჭოში ვხედავ ჩემს თავს და მინდა ბათუმის მაჟორიტარის სტატუსისთვის ვიბრძოლო.


რადიო თავისუფლება: პარტიის წევრი გახდით? ან ხომ არ აპირებთ?


ვახტანგ კალოიანი: არა, პარტიის წევრი არ ვარ და ამ ეტაპზე არც ვგეგმავ. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მე რაღაც ფორმით ვდისტანცირდები ამ პარტიისგან, მისი წარსულისგან თუ აწმყოსგან.




მე ვარ ამ პარტიის წარმომადგენელი და ამ პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში. სავარაუდოდ, უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ასევე ვიქნები „ევროპული საქართველოს“ პროპორციულ სიაში.


მაგრამ ამ პარტიასთან იდეოლოგიური სიახლოვის მიუხედავად, პარტიის წევრობას ამ ეტაპზე არ ვგეგმავ.


რადიო თავისუფლება: რატომ აჭარა? რატომ ბათუმი?


ვახტანგ კალოიანი: ბათუმი ჩემი ქალაქია. მე იქ დავიბადე, გავიზარდე, სკოლა იქ დავამთავრე. ჩემი ოჯახი იქ არის. ბათუმი ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილია. მეკითხებიან - იცნობ ბათუმის პრობლემებსო? დიახ, ვიცნობ ამ პრობლემებს ისევე კარგად, როგორც ნებისმიერი ბათუმელი იცნობს.




სხვადასხვა დროს ვმუშაობდი ბათუმში, ხშირად ჩავდივარ და კვირაში რამდენიმე დღე ჩართული ვარ იქაური პაციენტების მართვაში.


გამარჯვების დიდი იმედი მაქვს. სიაშიც ვიქნები, მაგრამ ჩემთვის პრინციპულია, რომ ვიბრძოლო და გავხდე ბათუმის მაჟორიტარი აჭარის უმაღლეს საბჭოში.


გამარჯვების შემთხვევაში პროცესებში აქტიურად ვიქნები ჩართული. არის ძალიან ბევრი კონკრეტული საკითხი, რომელთა მოგვარებაც სავსებით შესაძლებელია აჭარის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციისა და აჭარის ბიუჯეტის ფარგლებში.


რადიო თავისუფლება: ფეისბუკში დაწერეთ, რომ არ უღალატებთ მედიცინას. როგორ წარმოგიდგენიათ ეს მიზანი პრაქტიკაში? რა შეიძლება შეუთავსოთ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობას?


ვახტანგ კალოიანი: კანონის თანახმად, მე აღარ მექნება ანაზღაურებადი საექიმო საქმიანობის უფლება. ამიტომ ორი გზით შემიძლია დავრჩე მედიცინაში.


ერთი ეს იქნება კონსილიუმებში ჩართვა რთული პაციენტების მდგომარეობის განხილვის მიზნით, რაშიც არც ადრე ამიღია ანაზღაურება და არც მომავალში ვაპირებ; ხოლო მეორე გზა ეს არის პედაგოგიური საქმიანობა. ვეცდები, რომ ჩემი ცოდნა მაქსიმალურად გადავცე რეზიდენტებსა და დამწყებ ექიმებს.




სხვადასხვა საავადმყოფოში სიარული და კონსულტაციები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო ყოველთვის და ამაზე უარს არც მომავალში ვიტყვი, რამდენადაც დრო ამის საშუალებას მომცემს.


რადიო თავისუფლება: გამარჯვების შემთხვევაში ბათუმში მოგიწევთ დიდწილად ყოფნა და გამოდის, რომ თბილისელ პაციენტებს გამოემშვიდობებით?!


ვახტანგ კალოიანი: სამაგიეროდ, ბათუმელ პაციენტებთან მექნება უფრო აქტიური ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, აქტიურად ვიქნები ჩართული კლინიკურ პროცესშიც და დამწყები ექიმების აღზრდაშიც.


ყოველ წუთას მზად ვიქნები ასევე, რომ ონლაინ რეჟიმში ხელმისაწვდომი ვიყო თბილისისთვისაც, თუკი პაციენტების მკურნალობისას ჩემი დახმარება გახდება საჭირო.


რადიო თავისუფლება: როდის იწყებთ ამომრჩევლებთან შეხვედრას?


ვახტანგ კალოიანი: 6 აგვისტოს უკვე ბათუმში ვიქნები და პროცესში აქტიურად ჩავებმები.




თუმცა ამომრჩევლებთან შეხვედრები ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ დავიწყე.უკვე მიმდინარეობს საორგანიზაციო და ტექნიკური სამუშაოები და ინტენსივობა, ცხადია, მოიმატებს საარჩევნო კამპანიის ინტენსივობის პარალელურად.


 

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

КТО СДЕЛАЛ НА КАРТЕ МИРА: КОШЕЧКУ, ПОПУГАЯ, ДИНОЗАВРА, ПТИЧКУ, ЛЬВА?! Россия, США, Европа могут улучшить отношения?! Очень полезные советы Высшего Всенародного Президента Вселенной активной.

Объявлено имя победительницы конкурса «Мисс Россия — 2024» 

ФК «Ростов» с позором проиграл «Спартаку» со счетом 3:0

Анатолий Антонов завершил работу на посту посла РФ в США

Музыкальные новости

РОСГВАРДЕЙЦЫ ПРИНЯЛИ УЧАСТИЕ В МАСШТАБНОМ ФЕСТИВАЛЕ «ПОКОЛЕНИЕ Z.O.V.» В САРАТОВСКОЙ ОБЛАСТИ

Сотрудники Росгвардии, дислоцированные на территории комплекса «Байконур», приняли участие в товарищеском матче по мини-футболу

Сотрудники ОМОН «СУВАР» отметили профессиональный праздник

Приготовивший кофе Путину и Собянину студент рассказал о своем волнении

Новости России

Русский двойник Ди Каприо Бурцев подписал контракт с МО и поехал на СВО

Трамп прибыл в Батлер на предвыборный митинг, где на него совершили покушение

Объявлено имя победительницы конкурса «Мисс Россия — 2024» 

Пенсионеры из Истры стали участниками областного фестиваля «Живем ярко»

Экология в России и мире

Лучшие из лучших: в Москве собрали самые успешные эксперты со всей России

«Швейник онлайн» – партнер конкурса «Адмиралтейская игла»

DJ Smash презентует новый трек на фестивале «Ночь инноваций»

Форум креативных индустрий на юге России

Спорт в России и мире

Андрей Рублёв: Операция за дни до турнира ATP в Китае предотвратила ампутацию

Шанхай (ATP). 2-й круг. Медведев встретится с Сейботом Уайлдом, Циципас – с Нисикори, Шелтон поборется с Шаповаловым, Пол – с Фоньини

Теннисист Рублев: после US Open мне грозила ампутация

Рублев рассказал, что ему грозила ампутация после US Open

Moscow.media

StarLine: Умный комфорт в твоих руках!

Следователь из Санкт-Петербурга обвиняется в покушении на убийство собственного сына

Из реки около моста выловили тело мужчины

Солнечный денёк...











Топ новостей на этот час

Rss.plus






"Спартак" разгромил "Ростов" в матче РПЛ

Харатьян и авто в мешке. Советы бывалых: как не купить машину в залоге

Русский двойник Ди Каприо Бурцев подписал контракт с МО и поехал на СВО

«Ποд Ποκpοвcκοм мы ниκοгдa нe пοбeдим» – Зe-дeпутaт пpοбοлтaлcя, ɜaчeм Κиeву paɜpeшeниe нa удapы вглубь ΡΦ