აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, გირაოთი შეუცვალეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულ კობა ხუნდაძეს. ის სუსის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაახლოებული პირია.
კობა ხუნდაძის ადვოკატი, მალხაზ ლაფაჩი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ბრალდებულმა საპატიმრო 16 იანვარს, გირაოს სანაცვლოდ დატოვა. ის სხვა კომენტარს არ აკეთებს: „მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი, შესაბამისად, ამის მეტს ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება მის ძმას, მე არ ვარ მისი ადვოკატი, მის შესახებ არაფრის თქმა არ შემიძლია“. Читать дальше...