„ოცნება“ სარჩელით ენმ-ის, „ლელოსა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ აკრძალვას ითხოვს
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით მოითხოვს არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს სამი ოპოზიციური პარტია: „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო - ძლიერი საქართველო“, „კოალიცია ცვლილებისთვის“. ამის შესახებ განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა, რომელიც სადავო პარლამენტის თავმჯდომარეა.