„პრეზიდენტ ტრამპს არც "არა" უთქვამს და არც თანხმობა ტომაჰავკებზე“ - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს, ტრამპს არ უთქვამს უარი უკრაინისთვის Tomahawk-ების ( სახმელეთო შეტევის, შორი მოქმედების ამერიკული ფრთოსანი რაკეტა) უკრაინისთვის მიწოდებაზე, თუმცა ამ ეტაპზე მას არც მკაფიო თანხმობა განუცხადებია. „კარგია, რომ მას არ უთქვამს "არა", მაგრამ ჯერჯერობით არც „კი“ უთქვამს’- ამბობს ზელენსკი. NBC News-ის ეთერში ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ტრამპმა 17 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე მას უთხრა, რომ აშშ-ს არ აქვს საკმარისი რაოდენობის Tomahawk-ები. Читать дальше...