ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში. მანქანა დედას და მის ორ შვილს გზაზე გადასვლის დროს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული დედას და მის ერთ-ერთ შვილს. ექიმების ცნობით,მათ სხეულის სხვადასხვა სახის მოტეხილობები და თავის ტრავმა აღენიშნებათ. არ არის გამორიცხული დაშავებული თბილისში რეანომობილით გადაიყვანონ.