აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა სალომე ზურაბიშვილს.
„აშშ სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, კეთილდღეობასა და დემოკრატიულ განვითარებას, ისევე როგორც დასავლეთში საქართველოს ინტეგრაციის გაგრძელებას. მოუთმენლად ველი შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელებას მთელ რიგ საკითხებში, უსაფრთხოების სფეროში აქტიური თანამშრომლობის ჩათვლით. ვრჩებით მადლიერი ავღანეთში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ თქვენი ქვეყნის წვლილისა და ჯარისკაცების დიდი მსხვერპლის გამო“, აღნიშნავს დონალდ ტრამპი 14 დეკემბრით დათარიღებულ წერილში.
საქართველოს პრეზიდენტს წერილი 18 დეკემბერს გადასცა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა.