Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რატომ გადავადდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედება?

2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში უნდა ამოქმედებულიყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ორიოდე დღის წინ პარლამენტში ინიცირებული იყო კანონპროექტი სამსახურის ამოქმედების ნახევარი წლით გადავადების შესახებ. მიზეზად სახელდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის საჭირო თანხების არარსებობა. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ კანონის პირველი იანვრიდან სრულყოფილად ამოქმედებისათვის დასახული ღონისძიებების სრულად განხორციელება ვერ ესწრება და ამიტომ აუცილებელი გახდა რეფორმის ამოქმედების ექვსი თვით გადაწევა. 18 დეკემბერს სახალხო დამცველი გამოეხმაურა გადავადების ინიციატივას და განაცხადა: "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დროული ამოქმედება უსწრაფესად განსახორციელებელი რეფორმაა საქართველოში ადამიანის უფლებების ჯეროვანი დაცვის უზრუნველსაყოფად. დამატებით ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ აღნიშნული წარმოადგენს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებას და მისი დროული შექმნა ევროპული ინტეგრაციისთვისაც აუცილებელი საკითხია. ნებისმიერი ბარიერი და დაბრკოლება ამ მიმართულებით სწრაფ გამოსწორებას საჭიროებს. საქართველოს სახალხო დამცველი გამოითხოვს ინფორმაციას ყველა საჯარო უწყებიდან და საკითხს დამატებით შეისწავლის". სახალხო დამცველის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ხუციშვილმა "დილის საუბრებში" ილაპარაკა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დროულად ამოქმედების მნიშვნელობაზე:

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus