Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

საქართველო,უკრაინა და მოლდოვა ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების პრაქტიკას ერთმანეთს გაუზიარებენ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა ვადიმ ჩერნიშმა და  რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა კრისტინა ლესნიკმა ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. 




მემორანდუმის ფარგლებში მხარეები სურვილს გამოთქვამენ განამტკიცონ და შემდგომში განავითარონ  თანამშრომლობა კონფლიქტების მოგვარებისა და  მშვიდობის მშენებლობის სფეროში  მიღებული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების თვალსაზრისით- შეიქმნება სამმხრივი უწყებათაშორისი პლატფორმა, დაიწყება სტრატეგიული რეგიონალური თანამშრომლობა  და ორმხრივი მხარდაჭერისათვის გზების განსაზღვრა. 



საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, სამივე ქვეყანას დღემდე ერთმანეთის მსგავსი პრობლემა აქვს გადაუჭრელი კონფლიქტებისა და ოკუპირებული ტერიტორიების სახით. შესაბამისად, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით ძალისხმევის გაერთიანება კიდევ უფრო ეფექტურს გახდის საქმიანობას, რომელიც პირველ რიგში ადამიანების უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას უკავშირდება. 


მემორანდუმზე ხელის მოწერამდე სამმხრივი შეხვედრა გაიმართა, სადაც სამი ქვეყნის მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია მიმოიხილა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus