Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად მუშაობის უფლებას აძლევს

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მოახდინა „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება - იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების თანახმად,  შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა.


აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს როგორც საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას საფრანგეთში, ისე საფრანგეთის მოქალაქეების დასაქმებას საქართველოში. კერძოდ, შეთანხმების მიხედვით, საფრანგეთში დასაქმებისთვის  დროებითი ბინადრობის მოწმობას მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ახალგაზრდა სპეციალისტები,  ასევე  საფრანგეთის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული სტუდენტები, რომლებსაც საფრანგეთში პროფესიული გამოცდილების მიღება სურთ, შემდგომში სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივით. შეთანხმებით, ახალგაზრდა სპეციალისტების წლიური კვოტა 150-ია მაშინ, როდესაც ყველა სხვა კატეგორიაზე ჯამში კვოტა 500-ია.


საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ქართული და ფრანგული მხარეები შეთახმების პრაქტიკული იმპლემენტაციის ცალკეულ  საკითხებზე მუშაობენ. მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა საფრანგეთის შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების იდენტიფიცირება, საქართველოში შესაბამისი სპეციალისტების შერჩევა და სხვა ტექნიკური საკითხები.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus