ევროპის კავშირმა არ მიიღო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის საკვანძო წინადადება ბრექსიტის თაობაზე. ამის შესახებ ბრიტანეთის პრესა იტყობინება სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ვითარებას ართულებს ის გარემოება, რომ დიდი ბრიტანეთის ოთხი მინისტრი, რომელიც ბრექსიტს ეწინააღმდეგება, „გადადგომის ზღვარზე იმყოფება“. წყაროების თანახმად, მეის იმედი ჰქონდა, რომ გააერთიანებდა თავის კაბინეტს და გადალახავდა ე.წ. „ფინალურ ბარიერს“ ევროკავშირთან მოლაპარაკებებში. მაგრამ ბრიუსელმა უარით უპასუხა წინადადებას საბაჟო შეთანხმებასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად „დამოუკიდებელი მექანიზმის“ შექმნაზე. ევროკავშირმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებების შესრულებაზე კონტროლი მხოლოდ ევროპული სასამართლოს ფარგლებშია შესაძლებელი.