არქეოლოგებმა ეგვიპტეში აღმოაჩინეს ათობით მუმიფიცირებული კატა, კობრა და ალიგატორი. ასევე ისტორიაში პირველად იპოვეს ხოჭოების მუმიები. აღმოჩენილი მუმიები, რომლის ასაკი შესაძლოა 6 ათას წელს აღწევდეს, კაიროს მახლობლად, საკარას ნეკროპოლში მდებარეობს. ცხოველებთან და მწერებთან ერთად აკლდამაში აღმოჩნდა კატების მოოქროვილი ქანდაკებები და კატების ძველეგვიპტური ქალღმერთის, ბასტეტის ბრინჯაოს ქანდაკება.