პრეზიდენტი მარგველაშვილი პარიზში ესწრება I მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავს
„საზეიმო მიღებაში, რომლითაც ემენულ მაკრონმა უმაღლესი რანგის სტუმრებს მისასალმებელი ცერემონია გამართა, გიორგი მარგველაშვილთან და მაკა ჩიჩუასთან ერთად მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის ლიდერი მონაწილეობდა, მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, კანადის პრემიერმინისტრი, ბელგიის პრემიერი, ავსტრიის პრეზიდენტი, ლიეტუვის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესტონეთის, ლატვიის, მაკედონიის, უკრაინის პრეზიდენტები, შვედეთის, შვეიცარიის, ხორვატიის სახელმწიფოების მმართველები“, - იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებსაიტი.