Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

თბილისის მერია უარყოფს კავშირს კარვების რუსთაველზე დადგმის აკრძალვასთან

“თბილისის მერიას არ აქვს არავითარი უფლებამოსილება, აუკრძალოს ან ნება დართოს აქციის მონაწილეებს, განათავსონ კარვები. შესაბამისად, მერიის თხოვნის გათვალისწინება არის მერიაში შემოსული წერილის ავტორების, ამ შემთხვევაში აქციის ორგანიზატორების პრეროგატივა”, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თბილისის მერია ასევე გამოეხმაურა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, რომლის დროსაც პოლიციამ არ მიცა საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს კარვის დადგმის საშუალება.


„სამწუხაროდ, მიმდინარე მოვლენებში თბილისის მერიის წერილს არასწორი ინტერპრეტაცია და პოლიტიკური სპეკულაცია მოჰყვა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დეკემბრის თვეში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებს არავითარი კავშირი არ აქვს რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ მოვლენებთან”, - ნათქვამია განცხადებაში.


თბილისის მერია საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ასევე ასაჯაროებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაგზავნილი იმ წერილის შინაარსს, რომლის ადრესატებიც პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორები არიან.


„გაცნობებთ, რომ ამა წლის 1-ელ ნოემბერს თბილისის მერიას წერილით მიმართეს აქციის ორგანიზატორებმა. მოთხოვნა შეეხებოდა საპროტესტო აქციების 31 დეკემბრამდე გაგრძელებას. თბილისის მერიის ადმინისტრაციამ, კანონით გათვალისწინებულ სამი დღის ვადაში, საპასუხო წერილით აცნობა აქციის ორგანიზატორებს დეკემბრის თვეში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და თხოვნით მიმართა მათ, გაეთვალისწინებინათ აღნიშნული გარემოება. მოგეხსენებათ, თბილისში, პარლამენტის წინ ყოველწიურად, ტრადიციულად იმართება საახალწლო ღონისძიებები. თბილისის მერიას არ აქვს არავითარი უფლებამოსილება, აუკრძალოს ან ნება დართოს აქციის მონაწილეებს, განათავსონ კარვები. შესაბამისად, მერიის თხოვნის გათვალისწინება არის მერიაში შემოსული წერილის ავტორების, ამ შემთხვევაში აქციის ორგანიზატორების პრეროგატივა. თბილისის მერია იცავს კანონს და მოსახლეობის ინტერესებს. თბილისში ყოველთვის ტარდება სხვადასხვა სახის შეკრებები და მათთვის დედაქალაქის მთავრობა არასდროს ყოფილა ხელისშემშლელი. მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს და მედიის წარმომადგენლებს, ნუ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ პროცესს პოლიტიკური მიზნებისთვის და ნუ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში. თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის საკეთილდღეოდ და არა საზოგადოების გასახლეჩად და ადამიანების დასაპირისპირებლად“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus