ბიზნესინტერესები და უნივერსიტეტის ჩალის ფასად ხელში ჩაგდება - შავი ზღვის უნივერსიტეტის ინტერესების დამცველი სოსო ბარათაშვილი ფიქრობს, რომ სწორედ ეს არის მოტივი და მიზანი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებისა, შავი ზღვის უნივერსიტეტს ერთი წლით, 2019 წლის 20 აგვისტომდე, აეკრძალოს სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღება.