ბრიტანეთის პოლიცია იუწყება, რომ დაკავებულია მამაკაცი, რომელიც ავტომობილით დაეჯახა ლონდონში, პარლამენტის გარეთ არსებულ უსაფრთხოების ბარიერს. შემთხვევა დილით მოხდა. 14 აგვისტოს, დედაქალაქის პოლიციამ „ტვიტერის“ მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაშავებულია რამოდენიმე ფეხითმოსიარულე. ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ გამოჩნდა მძიმედ აღჭურვილი პოლიცია შემთხვევის ადგილზე და გადაკეტა ლონდონის ცენტრში პარლამენტის გარშემო მიმდებარე ტერიტორია. მიმდინარეობს იმის დადგენა, არის თუ არა ეს ინცინდენტი ტერორიზმთან კავშირში.