ზაზა ფაჩულია „დეტროიტ პისტონსში“ ითამაშებს. ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი ცენტრი ახალ კლუბთან უახლოეს დღეებში გააფორმებს ერთწლიან კონტრაქტს და 2,4 მილიონ დოლარს მიიღებს.
ფაჩულია დეტროიტში NBA-ის მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავა. მან „გოლდენ სტეიტ უორიორზთან“ ერთად ორჯერ მოიპოვა საჩემპიონო ბეჭედი - 2017 და 2018 წლებში. საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 2003 წლიდან თამაშობს. დეტროიტი მისთვის მეექვსე გუნდი იქნება. აქამდე გამოდიოდა "ორლანდო მეჯიქში","მილუოკიში", "ატლანტა ჰოუქსში", "დალასსა" და "გოლდენ სტეიტში".