სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე ბრალდებულებს
ჯგუფის, „ქუჩის ბიჭების“ წევრი ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს დაჭრეს წერეთლის გამზირზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან. მეორე დღეს პოლიციამ ორი ახალგაზრდა ქალი დააკავა. დაცვის მხარის ინფორმაციით, კონფლიქტი ვალს უკავშირდებოდა. ირაკლი ნოზაძე ამ დრომდე იმყოფება ღუდუშაურის კლინიკაში.