Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

თამარ მეარაყიშვილი: მათი მიზანია დავრჩე ადვოკატის გარეშე და ჩამსვან ციხეში

ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა რადიო თავისუფლებას განუმარტა მიზეზი, რომლის გამოც 2 ივლისიდან იწყებს ერთკვირიან შიმშილობას. აქტივისტის თქმით, ყოველწუთს ირღვევა მისი გადაადგილების, ჯანმრთელობის დაცვის და სამართლიანი სასამართლოს უფლებები, ამიტომ შიმშილობის აქციით სურს სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან თანადგომა მოიპოვოს.


ოკუპირებული რეგიონის პროკურატურა თამარ მეარაყიშვილს ბრალად სდებს „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღებას, ყალბი დოკუმენტის გამოყენებას და ცილისწამებას პარტია „ედინაია ოსეტიას“ მიმართ. სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც ყველა ამ საქმეს გაყალბებულს უწოდებს, აკრძალული აქვს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დატოვება.


ამასთან, თამარ მეარაყიშვილი დე ფაქტო გენერალურ პროკურორს თავადაც უჩივის აღძრული საქმეების გაჭიანურების და უმოქმედობის გამო. სამოქალაქო აქტივისტმა რადიო თავისუფლებას დღეს უამბო, რომ ორშაბათს ცხინვალის სასამართლოში სხდომა იყო დანიშნული, რის გამოც ახალგორიდან ცხინვალში გაემგზავრა, მისი ადვოკატი კი რუსეთიდან ჩამოვიდა, თუმცა, განუცხადეს, რომ პროკურორი სხდომაზე არ მივა და განხილვა მომავალი ორშაბათისთვის გადაიდო. თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა.


„სიარული კი არ მეზარება, ეს არის დიდ ფინანსებთან დაკავშირებული. ადვოკატთან ხელშეკრულება მაქვს და 11 თვეში უკვე 20 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. ერთადერთი რითიც შეიძლება პროკურატურა მომერიოს, ეს არის რომ დავრჩე ადვოკატის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ ჩამსვამენ ციხეში და შეიძლება ახალი ბრალდებებიც დამიმატონ“ - განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus