რუსეთმა ქართველი მესაზღვრეები გაათავისუფლა
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს 2 მესაზღვრე 27 ივნისს, მიღებული გეგმური დავალების შესაბამისად გავიდა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად, გარკვეული დროის შემდეგ კი მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა და დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ დაადგინა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მომხდარ ფაქტს დეტალურად გამოიკვლევს და ყველა საჭირო ზომას მიმართავს.