Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ბახტაძე: გამოცდებზე გაგრილების სისტემის შესახებ მთავრობის სხდომაზე ვისაუბრებთ

საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გაგრილების სისტემის მოწესრიგების დაგეგმვა უკეთ შეიძლებოდა. მისი თქმით, საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზეც განიხილება: „ეს გარემოება არის ძალიან ცუდი. დღეს ჩვენ მთავრობის სხდომაზე აუცილებლად ვისაუბრებთ, თუ როგორ შეიძლება ეს უმოკლეს ვადებში მოგვარდეს. ეს იყო საკითხი, რომლის დაგეგმვაც უკეთ შეიძლებოდა. გავერკვევი დეტალებში, თუ რატომ დადგა ასეთი გარემოება“. ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს 22 საგამოცდო ცენტრიდან წელს კონდიციონერი მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში იქნება.


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კონდიცირების საკითხის თაობაზე განცხადება გუშინ გააკეთა. როგორც სამინისტროში განმარტავენ, გაგრილების სისტემა წელს საპილოტე რეჟიმში დამონტაჟდა იმ საგამოცდო ცენტრში, რომელიც განსაკუთრებით მზიან მხარეს მდებარეობს: „ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას, საგამოცდო ცენტრებში გაგრილების სისტემის არარსებობა მუდმივად პრობლემას წარმოადგენდა, რის გამოც, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივა იყო, აღნიშნული საკითხი ეტაპობრივად მოგვარებულიყო. შესაბამისად, გაგრილების სისტემა წელს საპილოტე რეჟიმში დამონტაჟდა იმ საგამოცდო ცენტრში, რომელიც განსაკუთრებით მზიან მხარეს წარმოადგენს, ხოლო დანარჩენი ცენტრების აღჭურვა, რომელიც სოლიდურ ბიუჯეტს საჭიროებს, მხოლოდ და მხოლოდ პილოტირების შემდეგ განხორციელდება.მნიშვნელოვანია ისიც, რომ წელს ყველა საგამოცდო ცენტრში შესაბამისად მოწესრიგდა და გარემონტდა სველი წერტილებიც“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.


ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს 2 ივლისს, ორშაბათს იწყება. საგამოცდო ცენტრები გახსნილია 10 ქალაქში. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიურ დეპარტამენტში, 2 ივლისს დედაქალაქში ტემპერატურა სულ მცირე +38 გრადუსამდე აიწევს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus