რასიზმი დღეს არაა არც მხოლოდ ამერიკის და - ღმერთო ჩემო, ამის მართლა არ მჯერა - არც საქართველოს პრობლემა. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სახელმწიფო გვიცავს. უნდა ვიცოდეთ, რომ გვყავს არა გულის ამაჩუყებელი, ნაზი და ბოდიშის მომხდელი პოლიცია, არამედ ძლიერი, კანონმორჩილი პოლიცია, რომელიც იმისთვის არსებობს, რომ ძალადობისგან დაგვიცვას...