Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ერგნეთში განახლდება ქართული მხარის მიერ პროტესტის ნიშნად, მარტში შეჩერებული შეხვედრა

დღეს ერგნეთში გაიმართება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. მისი წინა, 85-ე რაუნდი 1 მარტს შეაჩერა ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების გაჭიანურებისადმი პროტესტის ნიშნად. ოჯახს ცხედარი 20 მარტს გადასცეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ერგნეთში დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ჯგუფი დასვამს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის გამოძიების საკითხს და მოითხოვს გარდაცვლილის შინაგანი ორგანოების გადაცემას. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ქართული მხარისთვის არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მას ექსპერტიზის დროს ამოუღეს შინაგანი ორგანოები.


ერგნეთში დღევანდელ შეხვედრაზე ქართული მხარე გააპროტესტებს საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ნიქოზთან ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას. მაისის დასაწყისში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერთან და გამყოფ ღობესთან გაავლეს „ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები“ როგორც ოკუპირებულ, ისე თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. 11 მაის,ს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დაადასტურა, რომ სოფელ ნიქოზთან გავლებული ზოგიერთი ხნული მართლაც კვეთს ადმინისტრაციულ საზღვარს. მისიის განცხადებით, ეს და ბოლო დროს განვითარებული სხვა მოვლენები 15 მაისს განიხილება ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე.


ერგნეთის შეხვედრას დღეს პირველად დაესწრება თბილისის დელეგაციის ახალი ხელმძღვანელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპატამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე. მან შეცვალა კახაბერ ქემოკლიძე, რომელიც შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus