Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გაეროს უშიშროების საბჭომ სხდომა მოიწვია ღაზის სექტორში განვითარებული მოვლენების გამო

გაეროს უშიშროების საბჭო 15 მაისს იმსჯელებს ისრაელის და ღაზის სექტორის საზღვართან მომხდარ ძალადობაზე. სხდომის მოწვევა კუვეიტმა მოითხოვა მას შემდეგ, რაც 14 მაისს ისრაელის არმიის სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს ღაზის სექტორში საპროტესტო აქციების მონაწილეებს. პალესტინური მხარის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 58 ადამიანი და დაიჭრა 2000-ზე მეტი. საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნამ. 14 მაისს, აშშ-მა დაბლოკა კუვეიტის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოსთვის მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომელშიც დაგმობილი იყო პალესტინელთა მკვლელობა და საუბარი იყო დამოუკიდებელი გამოძიების აუცილებლობაზე.


ისრაელის მთავრობამ პალესტინელთა გასამხედროებული ორგანიზაცია „ჰამასი“ დაადანაშაულა საპროტესტო აქციით შენიღბულ თავდასხმაში. პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის არმიის სამხედროები ქვეყანას იცავდნენ „ჰამასისგან,“ რომელსაც მიზნად აქვს დასახული ისრაელის განადგურება. არმიის სარდლობის მტკიცებით, ცეცხლსასროლი იარაღი გამოყენებული იყო მხოლოდ ექსტრემისტების ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც ისრაელის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდნენ. ძალადობის პროვოცირებაში „ჰამასი“ დაადანაშაულა აშშ-ის ადმინისტრაციამაც. თავის მხრივ, პალესტინის ავტონომიის მეთაურმა, მაჰმუდ აბასმა ისრაელს ბრალად დასდო მშვიდობიანი დემონსტრანტების მკვლელობა და პალესტინელებს მოუწოდა, 15 მაისს საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადონ.


ღაზის სექტორში განვითარებული მოვლენების გამო, თურქეთმა კონსულტაციებისთვის ელჩები გაიწვია თელ-ავივიდან და ვაშინგტონიდან. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა პალესტინელებისადმი ისრაელის მოქმედებას გენოციდი უწოდა.


14 მაისს, იერუსალიმში ოფიციალურად გაიხსნა აშშ-ის საელჩო. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2017 წლის დეკემბერში გამოაცხადა, რომ საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადადის. აშშ-ის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას მოჰყვა პალესტინელთა მწვავე პროტესტი, რადგან ისინი აღმოსავლეთ იერუსალიმს მიიჩნევენ მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად. პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკა არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის აშშ-ის მოკავშირეებმაც.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus