სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ, დოპინგის გამოყენების გამო, რუს სპორტსმენს, ალექსანდრ კრუშელნიცკის ჩამოართვა ზამთრის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი. სასამართლომ გადაწყვეტილება 22 თებერვალს მიიღო. პიონჩანის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებმა, ალექსანდრ კრუშელნიცკიმ და მისმა ცოლმა, ანასტასია ბრიზგალოვამ კერლინგში, შერეული წყვილების ასპარეზობისას 13 თებერვალს მოიპოვეს ბრინჯაოს მედლები. მოგვიანებით, კრუშელნიცკის დოპინგსინჯში აღმოაჩინეს აკრძალული პრეპარატის, მელდონიუმის კვალი. ანტიდოპინგური წესების დარღვევა აღიარა თავად რუსმა სპორტსმენმაც.