ეგვიპტემ ფართო სამხედრო ოპერაცია დაიწყო 9 თებერვალს სინას ნახევარკუნძულზე. მასში ჩართული არიან სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალები. არმიის წარმომადგენლის თანახმად, ოპერაცია მიმართულია „ტერორისტებისა და დამნაშავეობრივი ელემენტების და ორგანოზაციების წინააღმდეგ“. ისლამისტთა შეიარაღებული ორგანიზაციის ობიექტებზე განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს გაანადგურეს 20 შეიარაღებული პირი. ისლამისტურ გაერთიანებას სინას ნახევარკუნძულზე განაგებს ექსტრემისტულ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული პირი. სამხედრო ოპერაცია ეწყობა საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელშიც მოქმედი პრეზიდენტი, აბდელ ფატაჰ ელ-სისი მეორედ იყრის კენჭს ოთხი წლით სერიოზული კონკურენტების გარეშე.