აშშ შეუდგა ერაყში თავისი სამხედრო შენაერთების შემცირებას მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნის ხელისუფლებამ გამოაცხადა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შესახებ. როგორც ერაყის მთავრობის წარმომადგენელმა, საად ალ-ჰადიტიმ 5 თებერვალს გამოაცხადა, ექსტრემისტებთან ბრძოლა დასრულდა და ამიტომ შემცირდება აშშ-ის წარმომადგენელთა რიცხვი. როგორც ჰადიტიმ აღნიშნა, პროცესი არ ნიშნავს ამერიკელი სამხედროების მთლიანად გაყვანას. მისი განცხადება დასტურდება ცნობებით, რომელთაც ავრცელებენ ერაყში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციურ ჯარებში მომსახურე დასავლელი კონტრაქტორები. მათი ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროები, იარაღი და აღჭურვილობა ერაყიდან ავღანეთში გადადიან. აშშ 2014 წელს შეუდგა ერაყში ექსტრემისტების პოზიციების დაბომბვას, ხოლო მომდევნო წლებში აქტიურ მხარდაჭერას უწევდა ერაყის სამხედრო ძალების ოპერაციებს.