საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სერბ კოლეგა მაია გოიკოვიჩთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო სერბეთის მხარდაჭერით სარგებლობს. ირაკლი კობახიძემ სერბ კოლეგას მადლობა გადაუხადა. “ტერიტორიული მთლიანობა არის საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ქვეკუთხედი. ამ ქვაკუთხედს შენარჩუნება და გამყარება ესაჭიროება. საქართველო არაღიარების პოლიტიკას წარმატებით ატარებს და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა. მინდა მადლობა გადავუხადო […]