Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

დრანდის ციხიდან გაათავისუფლეს გიორგი ლუკავა

თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ სოხუმის დრანდის ციხე დატოვა გიორგი ლუკავამ, კიდევ ერთმა ქართველმა პატიმარმა. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. „დღეს, 25 დეკემბერს, სოხუმის დრანდის ციხიდან, თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ, გიორგი ლუკავა გათავისუფლდა. იგი ქართულ მხარეს ენგურის ხიდზე უკვე გადმოეცა. ლუკავა 2011 წლის მაისში გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში დააკავეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს". შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, ეს არის იმ პოზიტიური თანამშრომლობის გაგრძელება და კიდევ ერთი კარგი პრეცედენტი, რომლის ფარგლებშიც, სოხუმისა და ცხინვალის საპყრობილეებიდან უკვე გათავისუფლდნენ ქართველი პატიმრები. "ძალიან მიხარია, რომ თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ლუკავა თავისუფალია და ახალ წელს საკუთარ ოჯახში - მეუღლესა და შვილებთან ერთად შეხვდება. მადლობა ყველას, ვინც ამ პროცესში ჩართული იყო და ამ მაღალი ჰუმანიტარული მნიშვნელობის მქონე საკითხის გადაწყვეტაში წვლილი შეიტანა. ეს უდავოდ პოზიტიურად აისახება სამშვიდობო პროცესზე და ნდობის აღდგენაზე ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. მიმდინარე წლის 26 ნოემბერს აფხაზურ და ოსურ მხარეებთან თანამშრომლობის შედეგად 18-თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ცხინვალის ციხიდან სოფელ დისევის მკვიდრი, გიორგი გიუნაშვილი გათავისუფლდა, რომელსაც ასევე 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ასევე, ნოემბერში რვათვიანი პატიმრობის შემდეგ, დრანდის ციხე დატოვა აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულმა არჩიკო როგავამ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში არაერთმა პირმა დატოვა სოხუმისა და ცხინვალის საპყრობილეები.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus