ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ყოფილი პარლამენტარი, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ორ დღეში, 29 დეკემბერს, იგი 55 წლის გახდებოდა.
ინფორმაციას ფეისბუკზე ავრცელებს ედპ-ის წევრი, ბაჩუკი ქარდავას მეგობარი კატო შინდაგორიძე.
ბაჩუკი ქარდავა 1989 წლიდან იყო ედპ-ის წევრი, 2003 წლიდან კი - პარტიის თავმჯდომარე.
2020-24 წლების მოწვევის პარლამენტში ის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით ირიცხებოდა.
ბოლო პერიოდში მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ამის მიუხედავად, მონაწილეობდა პროევროპულ საპროტესტო დემონსტრაციებში.