ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი ფიქრობს, რომ აშშ-ისა და ბალტიის ქვეყნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს სანქციები ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმაც უნდა დაუწესონ. ის ამის შესახებ X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „დღე 31. ქართველები ევროპასთან არიან და არა რუსეთთან. ევროპულმა ქვეყნებმა ბალტიის ქვეყნებისგან და აშშ-სგან მაგალითი უნდა აიღონ და დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოში ძალაუფლების სხვა მიმტაცებლებს", - წერს მარკო მიჰკელსონი. „ქართული... Читать дальше...
„მივესალმები „ქართული ოცნების“ მარიონეტების მმართველის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამ უკვე დიდი ხანია საჭირო სანქციების დაწესებას“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რესპუბლიკური პარტიიდან, მაიკლ მაკკოლი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას. მაიკლ მაკკოლის სახელით განცხადება პლატფორმა „X“-ზე კომიტეტის გვერდმა გამოაქვეყნა. „მას და მის პარტიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ საქართველოს ავტოკრატიაში... Читать дальше...
ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი ბენჟამინ ჰადადი სოციალურ ქსელ „X“-ზე წერს, რომ „ქართული ოცნების“ მუქარა, რომ დააკავებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მიუღებელი და არათავსებადია ნებისმიერ ევროპულ პერსპექტივასთან“ მინისტრი/, საქართველოში მიმდინარე პროევროპულ აქციებსაც ეხმაურება და ფიქრობს, რომ საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა უნდა შეწყდეს. „საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი მოსახლეობის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს", - წერს ბენჟამინ ჰადადი. საქართველოს... Читать дальше...
ოპოზიციურ პარტიებს შორის ახალმა დაპირისპირებამ იჩინა თავი. ჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიების წარმომადგენლებმა ზუგდიდსა და ჩხოროწყუში „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცებაში მიიღეს მონაწილეობა; ხოლო შემდეგ, მწვავე კამათი პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების თემასაც მოჰყვა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მიერ დატყვევების შემდეგ დაიღუპა ჩრდილოეთ კორეის "რამდენიმე" ჯარისკაცი, რომლებიც მძიმედ დაიჭრნენ რუსეთის მხარეს ბრძოლაში. ზელენსკის თქმით, მოსკოვი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს ჩრდილოეთ კორეის სამხედროთა სიცოცხლეს. უკრაინის პრეზიდენტმა გაიმეორა აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ მანამდე გაკეთებული განცხადებები - რომ ფხენიანის მიერ რუსეთში გაგზავნილ სამხედროთა რიგებში მნიშვნელოვანი დანაკარგები აღინიშნება, რუსეთის კურსკის რეგიონში ბრძოლისას. Читать дальше...
უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ს ბიძინა ივანიშვილისა სანქცირებისთვის მადლობას უხდის და იმავესკენ მოუწოდებს ევროპას.