Добавить новость

Жителям Подмосковья рассказали о планах модернизации коммунальной инфраструктуры

Небольшой дождь и до 23 градусов тепла ожидаются в городе 27 сентября

Убитую в Балаково бизнес-леди могли унизить, заставив копать яму для себя

Особенные дети из Курска и ЛНР станут участниками фестиваля «Золотая Осень»





Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ევროპული ღირებულებების გზა – ინტერვიუ ნიკა ჩიტაძესთან

ბატონო ნიკა, აქტიურად აფასებთ რუსეთ-უკრაინის ომში მიმდინარე მოვლენებს, გმობთ რუსულ აგრესიას, როგორ გააანალიზებთ დღევანდელ ვითარებას, რა ხდება ფრონტზე და რა პროგნოზების გაკეთება შეგვიძლია?

როგორც ვიცით, ომი სექტემბრიდან უკვე აქტიურ ფაზაში გადავიდა, როდესაც უკრაინამ დაიწყო შეტევითი ოპერაციები ხარკოვის ოლქში, ასევე ლუგანსკში და ყოველივე ამის დაგვირგვინება იყო ნოემბერში ხერსონის გათავისუფლება. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს მტრისგან დაეხსნათ, დაახლოებით, 1888 დასახლებული პუნქტი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამხედრო უპირატესობა თანდათან გადადის უკრაინის მხარეს. რუსეთი, ძირითადად სახმელეთო ოპერაციებში, აწარმოებს თავდაცვით ომს.

ფაქტია, რომ ბოროტების იმპერია ნელ-ნელა მარცხდება. ვფიქრობ, თუ ეს მოხდა, საქართველოს უფრო მეტი შანსი მიეცემა, რათა განიმტკიცოს დასავლური ღირებულებები.

ისტორიას, რომ გადავავლოთ თვალი, საქართველო სწორედ მაშინ ძლიერდებოდა, როცა მტერი სუსტდებოდა. პირველად ჩვენი ქვეყანა რომ გაერთიანდა, არაბთა სახალიფოც დასუსტებული იყო და ბიზანტიის იმპერიაც. დავით აღმაშენებელმაც მაშინ შეუწყვიტა ხარკის გადახდა თურქ-სელჩუკებს, როდესაც ისინი ჯვაროსნულ ომებში დამარცხდნენ. იგივე მოხდა გიორგი ბრწყინვალეს დროსაც, მონღოლთა ურდოს დასუსტების შემდეგ, მან დამპყრობლები ქვეყნიდან განდევნა და საქართველო კვლავ გააერთიანა. შორსაც რომ არ წავიდეთ, უახლესი ისტორიიდან გვაქვს მაგალითი. დამოუკიდებლობის მოპოვება სწორედ მაშინ მოვახერხეთ, როდესაც საბჭოთა სისტემის ნგრევა დაიწყო და მისი დასასრულის დასაწყისი დადგა.

თქვენი აზრით, მსოფლიო და ევროპული სახელმწიფოები, სათანადოდ რეაგირებენ თუ არა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და რამდენად აქვს უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა ნატოსა თუ ევროკავშირის მხრიდან?

ვფიქრობ, რომ რეაგირება ყოველთვის დროული და სათანადოა. ამას აქვს როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო ფორმით.

დღევანდელი მონაცემების მიხედვით, აშშ-მ უკრაინას 18 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება მიაწოდა. ასევე ამერიკამ დაამტკიცა თავდაცვის ახალი ბიუჯეტი, რომელიც 847 მილიარდ დოლარს შეადგენს. სავარაუდოა, რომ აქედან 30 მილიარდი მაინც გამოიყოს უკრაინის დასახმარებლად. რაც შეეხება ეკონომიკურ მხარდაჭერას, ევროკავშირმა დაამტკიცა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების ახალი პროგრამა, რომლის მოცულობაც შეადგენს 18.5 მილიარდ ევროს. მართალია, დასავლეთი პირდაპირ არ  არის ჩაბმული ომში, თუმცა როგორც შეუძლია მხარს უჭერს უკრაინის გამარჯვებას და ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლას.

საქართველოზე რას გვეტყოდით, უკრაინელი მოძმეების მიმართ რამდენად ტოლერანტულია ჩვენი სახელმწიფო და ვიყენებთ თუ არა ყველა იმ რესურსს, რაც მათ დასახმარებლად გაგვაჩნია?

ვითარება ბოლომდე დამაკმაყოფილებელი არ არის, მაგრამ კარგიც არ უნდა ვუარყოთ. რამდენიმე ათასი უკრაინელი იღებს დახმარებას საქართველოსგან. როგორც ვიცი, ყოველთვიურად, დაახლოებით, 30 მილიონი ლარი გამოიყოფა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად, რაც ნამდვილად მისასალმებელია. თუმცა, მეორე მხრივ, კეთდება უპასუხისმგებლო განცხადებებიც უკრაინის ხელისუფლების მიმართ, როდესაც მათი მხრიდან ვისმენთ ჯანსაღ კრიტიკას. ვფიქრობ, ამ საკითხის მიმართ ჩვენი თანამდებობის პირებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ.

მოგეხსენებათ, რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინება ხდება ქვეყანაში, გარდა იმისა, რომ ფასები სურსათსა და სხვა პროდუქტებზე ყოველდღიურად იზრდება, სწავლისას დაწყებისას სერიოზული პრობლემები შეექმნათ სტუდენტებს, რომლებიც ბინების დაქირავებას ვერ ახერხებდნენ, მომავალში რა საფრთხეები შეიძლება შექმნას ამ სიტუაციამ და როგორ უნდა მოვახდინოთ ამ ყველაფრის პრევენცია?

რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში საქართველოს მილიონამდე რუსეთის მოქალაქე ეწვია. როგორც ცნობილია, საქართველოში ბოლო ხანებში 17 000-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა. რუსეთის 45 000-მდე მოქალაქემ გახსნა საბანკო ანგარიშები.

გარდა ამისა, რუსეთიდან 2 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა გადმოირიცხა. ამ ყველაფრის შემდეგ სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვა ორ ქვეყანას შორის ორჯერ გაიზარდა. ამიტომ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ამაყობს და აცხადებს, რომ ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი გვაქვს, ისიც უნდა აღნიშნონ, ეს რის ხარჯზე მოხდა.

რაც შეეხება რეგულაციებს, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა დაწესდეს სავიზო მიმოსვლა. რუსეთის მოქალაქეებს აქ ყოფნის ვადა უნდა შეეზღუდოთ, ისევე, როგორც დანარჩენ ევროპულ ქვეყნებშია მიღებული. ასევე საზღვრის გადმოკვეთისას, კარგი იქნება, თუ შეავსებენ კითხვარს. მაგალითად, ეთანხმებიან თუ არა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ჩვენი სახელმწიფოს ნაწილია.

ძალიან ბევრი პრობლემა იჩენს დღეს თავს საქართველოში, სიღარიბე, ფემიციდი, კრიმინალური დანაშაული და ა.შ. სად ხედავთ გამოსავალს, ქართული საზოგადოება რამდენად გამოხატავს ჯანსაღ პროტესტს ამ ყველაფრის მიმართ და როგორ უნდა შევცვალოთ ჩვენი მდგომარეობა, რომ შევძლოთ ევროპულ ქვეყნებთან ინტეგრაცია და დავანახოთ მსოფლიოს, რომ ჩვენ გვინდა განვითარება?

იმისათვის, რომ ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია შევძლოთ, აუცილებელია გავითავისოთ მათი ღირებულებები სწორად. დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, ტოლერანტობა, მოქალაქეობრივი და სოციალური პასუხისმგებლობა. სახელმწიფოში არ არსებობს „მე“, არამედ „ჩვენ“. როცა ხალხი მიხვდება, რომ მათი მომავალი მხოლოდ მათზეა დამოკიდებული და ამისათვის უნდა იბრძოლონ, მაშინ ნამდვილად შეგვეძლება დავანახოთ მსოფლიოს, რომ გვსურს, მათი ნაწილი ვიყოთ.

საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების გზას რაში ხედავთ, რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას და რა დრო დასჭირდება ამ ყველაფერს, საქმის სწორად შესრულების შემთხვევაში?

პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ათვისებული უნდა იყოს წყლის რესურსები. საქართელო ძალიან მდიდარია ბუნებრივი წყლებით. არ შეიძლება ამ რესურსის უგულებელყოფა. მსოფლიოში მტკნარ წყალზე მოთხოვნა იზრდება, შესაბამისად, საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს წყლის მსხვილი ექსპორტიორი. ასევე სოფლის მეურნეობა. უნდა მოხდეს გლეხების სათანადო ხელშეწყობა და წახალისება. საოცარი მიწები გვაქვს, ბუნებრივი სიმდიდრეები, რაც არ უნდა დავივიწყოთ. 

მინდა ასევე გკითხოთ განათლებაზეც, ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა რამდენად გამართულია, საჭიროა თუ არა რეფორმები და რა კუთხით?

სამოქალაქო განათლება, დემოკრატია და ადამიანის უფლებები უნდა იყოს სავალდებულო საგნები. მოქალაქეებს ადრეული ასაკიდანვე უნდა შევასწავლოთ ძირითადი პრინციპები და ღირებულებები. ყველამ უნდა იცოდეს რისი უფლება აქვს და ასევე რა ავალდებულებს სახელმწიფოს წინაშე.

და ბოლოს მინდა, შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, რას იტყოდით და უსურვებდით ქართულ საზოგადოებას და როგორ ქვეყანაში გსურთ ცხოვრება?

თავისუფლებას, დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას, პოლიტიკური კულტურის დახვეწას, როგორც უკვე აღვნიშნე უფლებებისა და მოვალეობების სწორად გათავისებას.

ჯონ კენედიმ, როდესაც ამერიკის მოსახლეობას მიმართა, თქვა, „მარტო იმაზე არ უნდა იფიქროთ რას მოგცემთ თქვენ ამერიკა, არამედ რისი გაღება შეგიძლიათ თქვენ მისთვის“, – ასეა ყველა სახელმწიფოს შემთხვევაში. როდესაც ამ პასუხისმგებლობას ყველა მოქალაქე გაიაზრებს, ქვეყანა იქნება გამარჯვებული.

ავტორი: ანო ტვილდიანი

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Определены студенты-получатели восьми именных стипендий в 2024/25 учебном году

Иномарка сбила 11-летнюю девочку на пешеходном переходе в Москве

Пропавшую жительницу Петербурга с деменцией нашли в Москве

Более 50 контейнеров для переработки старого текстиля установили в Реутове

Музыкальные новости

Акции Газпрома на Московской бирже поднялись на 1,76% после поручения Путина

В ЦБ предсказали слабое влияние снижения курса рубля на рост цен

Масспостинг вертикальных видео в TikTok, Youtube-shorts, ВК-клипы, Reels.

Певец Алексей Глызин призвал молиться о здоровье госпитализированного Добрынина

Новости России

Глава Балашихи Юров: огнеборцы потушили все три лесных пожара 27 сентября

Станислав Кондрашов о роли игр в рабочем процессе

Эксперт Кравцов: средний возраст работающих подростков в Москве – 16 лет

В Борисоглебске открыли памятник Дзержинскому и почтили память создателя ЧК

Экология в России и мире

Современная концепция биохакинга в сети клиник «Будь Здоров» представлена на первой конференции по управлению возрастом и здоровьем «Ко-Лаб»

Евгения Вершинина: 5 модных трендов этой осени

Яна Рудковская, Ксения Собчак, Seville, Снежана Георгиева и другие гости светской презентации нового клипа Мота

Фестиваль «Чистопрудный Fest» покажет исторические районы Москвы с необычной стороны

Спорт в России и мире

Янник Синнер не приедет на турнир ATP-500 в Вену

Стало известно, кто из россиян примет участие в турнире ATP-500 в Вене в конце октября

Даниил Медведев обыграл Гаэля Монфиса и вышел во 2-й круг турнира ATP-500 в Пекине

«Теннисистки заслуживают зарабатывать на равных с мужчинами». Веснина выступила за соразмерные призовые

Moscow.media

Жизнь-штука полосатая...

В Подмосковье росгвардейцы задержали гражданина, находящегося в розыске.

В «Деловых Линиях» рассказали о росте спроса на интеграционные решения более чем в 3 раза

Проект «Райтек ДТГ» стал лучшим в ПФО











Топ новостей на этот час

Rss.plus






Проекты благоустройства Дно разработают студенты ведущих вузов России

Звезды «Слова пацана» снялись в сериале Крыжовникова по «Москва слезам не верит»

Мостуризм: пятая часть российских путешественников приезжают в столицу на авто

Копайгородский оспорит подсудность его ареста по уголовному делу